GOGA.TV
youtube
3
რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი
  • რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი

    გვიან ღამით 19-ის წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს. სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    აღენიშნება, თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი - სპეციალისტები დეტალებს ჯერ კიდევ არ ასაჯაროებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სრული სურათის შექმნისთვის დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება. ოჯახის გადაწყვეტილებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.

    გამოძიება ამ დრომდე კვლავ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საუბარია მუხლის შესაძლო გადაკვალიფიცირებაზე. მომხდარის გამო ამ დრომდე ბრალი არავის აქვს წარდგენილი.

    გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ცხედარს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს, საბოლოო პასუხის გასაგებად.

    "როგორც ექსპერტმა თქვა, დამატებითი ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. ვერსიები მას შემდეგ გაკეთდება რაც იქნება საბოლოო დასკვნა,"- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.

    შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ახალგაზრდების ჯგუფებს შორის 19 ივნისის ღამით მცხეთაში მოხდა. მას შემდეგ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შაქარაშვილის ცხედარს მდინარე არაგვში მიაკვლიეს.
    172 ნახვა
    23-06-2020, 00:26