GOGA.TV
youtube
3
ყვარელში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
  • ყვარელში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

    ყვარელში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავდა ორივე მძღოლი და ერთი მგზავრი.

    ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დეტალები სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

    "სახლიდან ვარ გამოვარდნილი, არაფრის აზრზე არა ვარ რა მოხდა, ჩემი შვილიშვილია დაშავებული," - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებულის ბაბუა.
    211 ნახვა
    23-06-2020, 00:35