GOGA.TV
youtube
3
მოვაჭრეების თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი სავაჭრო დახლები დაარბია
  • მოვაჭრეების თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი სავაჭრო დახლები დაარბია

    ხმაური იყო ფოთის ბაზარში. მოვაჭრეების თქმით, მათი სამუშაო საათის დასრულების შემდეგ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათი სავაჭრო დახლები დაარბიეს.

    ​როგორც თვითონ რეალიზატორები ამბობენ, სავაჭრო დახლები კერძო საკუთრების ტერიტორიაზე იყო განთავსებული და ზედამხედველობის სამსახურს მათი დემონტაჟის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნახსენებია, რომ მოვაჭრეები ამის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები. ფოთის მერის განცხადებით მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს.

    ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება.
    192 ნახვა
    24-06-2020, 00:27