GOGA.TV
youtube
3
არასამთავრობოთა კოალიციის შეფასებით სასამართლოში კლანური მმართველობის გამო სისტემაში გატარებული რეფორმები არაეფექტურია
  • არასამთავრობოთა კოალიციის შეფასებით სასამართლოში კლანური მმართველობის გამო სისტემაში გატარებული რეფორმები არაეფექტურია

    არასამთავრობოთა კოალიციის შეფასებით სასამართლოში კლანური მმართველობის გამო სისტემაში გატარებული რეფორმები არაეფექტურია. ასევე კლანური მმართველობა არის პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების, სასამართლოში არსებული პოლიტიკურ გავლენებისა და კორუფციის მიზეზი.

    სამოქალაქო სექტორი ჩიხიდან გამოსასვლელად პირველ რიგში ხელისუფლებისგან პრობლემის აღიარებას ითხოვს და მოუწოდებს პარლამენტს მხარი დაუჭიროს შესაბამის დადგენილებას, რომელის კენჭისყრაზე დღეს გადის. სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარების თაობაზე კანონპროექტი ეკა ბესელიას შემუშავებულია.

    "პირველ რიგში უნდა იქნას აღიარება იმისა, რომ სასამართლოში არსებობს კლანური მმართველობა. მეორე შეიქმნას ჯგუფი რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ამ პრობლემას და დადებს რეკომენდაციებს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და შემდგომ მიღებულ იქნას კანონები კლანური მმართველობის დასრულებისთვის და მისი შედეგების განეიტრალებისთვის,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი.

    ეკა ბესელიას თქმით, კლანური მმართველობა არის სენი, რომელიც ანგრევს სასამართლო სისტემას. თუმცა დეპუტატს მიაჩნია, რომ არსებულ პარლამენტს ამ კანონით კლანური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამბედაობა არ ეყოფა.

    "მე ეჭვი მეპარება რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ეს გამბედავი ნაბიჯი გადადგას, მას შემდეგ რაც ის გაურიგდა კლანს," - აღნიშნა ეკა ბესელია
    189 ნახვა
    24-06-2020, 00:31