GOGA.TV
კალაძის თქმით, კუთვნილ ფართს კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მალე მიიღებს
  • კალაძის თქმით, კუთვნილ ფართს კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მალე მიიღებს

    კახა კალაძის თქმით, კუთვნილ ფართს კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მალე მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახების კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

    "ჩვენ პირველი ასეთი პროექტი განვახორციელეთ სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის, 2500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი უკვე და ამ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ იქნა გაფორმებული, დაახლოებით 400-მდე ოჯახი, რომლებიც ბინებს ელოდებოდნენ, იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ვაგრძელებთ ანალოგიურ მიდგომას და დამოკიდებულებას სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართ, როგორებიცაა მაგალითად სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახები და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე აქაც მივიღებთ დადებით შედეგს და 6500-ზე მეტი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. ამ პროცესებს პირადად ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ყოველდღიურ რეჟიმში და მჯერა, რომ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს ძალიან მალე გავაბედნიერებთ. ეს იყო ჩვენი დაპირება და ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და მივყვებით ეტაპობრივად ამ პროცესებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.
    228 ნახვა
    24-06-2020, 08:27