GOGA.TV
youtube
3
  • გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმე - საქმეში ფიგურირებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი

    გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმე - ცოტა ხნის წინ, დადასტურდა "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმეში ფიგურირებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი, ის სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.

    საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი "კურიერთან" საუბრისას ადასტურებს, რომ გიგა ტატიაშვილი იმყოფებოდა მარკავევში აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, თუმცა რომელ ეპიზოდში მონაწილეობდა სპორტსმენი, ამ ეტაპზე უცნობია.

    "კურიერმა" სცადა გიგა ტატიაშვილთან დაკავშირება, თუმცა მისი მობილური ტელეფინი გამორთულია, ნივთმტკიცების სახით პოლიციას ისიც ამოღებული აქვს. ტატიაშვილთან დაკავშირებით ვრცელდება რამდენიმე ვერსია - ერთი მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, ის უშუალოდ იმყოფებოდა დაბადების დღეზე და დასახმარებლად თავად დაურეკა მეზობლებს, რომლებიც ნაძალადების რაიონიდან ჩავიდნენ. მეორე ვერსიით, ის ჩამოჰყვა იმ ადამიანებს, რომლებიც ტოიოტას მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და ეს ავტომობილი თავად ტატიაშვილს ეკუთვნის. ეს ინფორმაციები ჯერჯერობით არ დასტურდება.

    "დაველოდებით ჩვენ შესაბამის უწყებებს, ექსპერტიზას, პოლიციას და გამოძიება იტყვის ჭეშმარიტებას. დანარჩენი ის ვიცი უბრალოდ, რომ ვესაუბრე მის მწვრთნელს და გიგა წვეულებაზე იმყოფებოდა საკუთარი ავტომობილით. მეტი ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ," - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

    "ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღე ყოფილა. ვინ ვის მანქანაში იჯდა, ნამდვილად არ ვიცი, - აღნიშნა მწვრთნელმა ლევან ნოზაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

    დღეს მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - სამართალდამცავებმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს იმყოფებოდა.

    მომხდართან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.
    1 123 ნახვა
    25-06-2020, 08:23