GOGA.TV
  • გიორგი გაბუნიას საქმე - გაზეთ "ქრონიკა +-ის" რედაქტორი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება

    გაზეთ "ქრონიკა +-ის" რედაქტორი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის საქმის გამო დაიბარეს, საგამოძიებო უწყებას, სავარაუდოდ, კითხვები ელისო კილაძის უკრაინელ კოლეგებთან დაკავშირებით აქვს.

    "ჩემი ვარაუდით, ეს ეხება უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას, განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში უნდა დაფუძნებულიყო ანტიპუტინური მოძრაობა, რომლის ლიდერიც იქნებოდა გიორგი გაბუნია. დიპლომატების რაღაც ჯგუფმა ამ მოძრაობის სპიკერად დამასახელა მე.

    ოლეგ დეინეკა დამიკავშირდა მიმდინარე წლის 6 მარტს, მითხრა ორი წინადადებით ქართულ-უკრაინულ მედიაპროექტთან დაკავშირებით. მიმოწერაში, რომელიც მე შემიძლია გაჩვენოთ საუბარია იმაზე, რომ საქმე ეხება მედიაპროექტს, სხვა კონკრეტიკა ამ მიმოწერაში არ არის,"- განაცხადა გამოკითხვაზე შესვლის წინ ელისო კილაძემ.
    160 ნახვა
    25-06-2020, 08:30