GOGA.TV
  • როგორც კი ბანკებს შევეხეთ, მყისიერად მოვიდა ზედამხედველობა აქ და დაემუქრა ჩვენს წარმომადგენლებს

    პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმული კარვის დაშლა მოსთხოვა, სადაც ის საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდა.

    გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი მსგავს აქტივობას სხვა დროსაც ახორციელებდა, თუმცა, რადგან ამჯერად საქმე საბანკო რეგულაციებს ეხებოდა, ამან დედაქალაქის მერის გაღიზიანება გამოიწვია.კერძოდ, საუბარია სესხებზე პროცენტის განახევრებასა და გადავადებულ სესხზე პროცენტის ჩამოწერაზე.

    "ხელმოწერებს ვაგროვებთ საკანონმდებლო ინიციატივით ანტიმონოპოლიური კანონი პარლამენტში, რომელიც ბანკების მონოპოლიებს დაასრულებს. ეს არის ჩვეულებრივი დაკაბალება მთელი საზოგადოების ბანკების მხრიდან. როგორც კი ბანკებს შევეხეთ, მყისიერად მოვიდა ზედამხედველობა აქ და დაემუქრა ჩვენს წარმომადგენლებს, რომ დაგვაჯარიმებენ. როგორც ჩანს, მათ კალაძეც, ივანიშვილიც და გახარიაც მფარველობთ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, კარვის გაშლისთვის მათ კანონის ყველა მოთხოვნა შეასრულეს.

    "ბანკების უსამართლო პროცენტებთან დაკავშირებით ვაგროვებდით ხელმოწერებს. გავშალეთ კარვები. რასაც კანონი გვავალდებულებდა, მერიაში მიწერილი გვქონდა წერილი ამ კარვის გაშლასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მაინც მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები და ჯარიმის დაწერა სურდათ. არადა, რეალურად, პირველად კი არ ვაკეთებთ ამას, ეს გვქონია სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებით,"-აცახადებს აქტივისტი.

    მერიის ინფორმაციით, კარვის დასადგმელად მერიის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო, ამიტომ პარტია დაჯარიმდა.
    203 ნახვა
    26-06-2020, 01:34