GOGA.TV
ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც 19 წლის გიორგის სიცოცხლე შეეწირა
  • ვინ არის ანი გაბეჩავა და რატომ შეკრიბა წვეულებაზე უცხო პირები, რასაც 19 წლის გიორგის სიცოცხლე შეეწირა

    გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, 22 წლის ანი გაბეჩავაა. "2020 ნიუსის" ინფორმაციით, იუბილარმა საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები უცხო პირებზე გაყიდა, რადგან უფრო მეტი თანატოლი შეეკრიბა და წვეულებაც უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. სწორედ ასე მოხვდნენ ერთმანეთისთვის უცხო "საბურთალოელი" და "ნახალოვკელი" ახალგაზრდები ერთმანეთის გვერდით. მათ შორის დაწყებულ კონფლიქტს კი მოგვიანებით გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა.
    ე.წ. "ფართებისთვის" ნაქირავებ სახლებში ბილეთების უცხო პირებზე გაყიდვა ბოლო პერიოდის ტენდენციაა. თუკი ადრე განმარტოებით სახლებში ნაცნობები და მეგობრები იკრიბებოდნენ, ახლა სრულიად უცხო ადამიანებიც მრავლად ხვდებიან. ალკოჰოლური ან სულაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს შორის კი კონფლიქტის დასაწყებად აბსოლუტურად უაზრო მიზეზიც კი საკმარისია. დაახლოებით ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები თბილისთან ახლოს მდებარე აგარაკზე.

    resonancedaily.com
    3 086 ნახვა
    27-06-2020, 19:20