GOGA.TV
youtube
3
  • ქურდული რენესანსი არც ვინმეს გულგრილობაა და არც უუნარობა...

    ქურდული რენესანსი არც ვინმეს გულგრილობაა და არც უუნარობა. ეს ხელისუფლების დამსახურება და დანაშაულია და თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში ამ ქვეყანაში მხოლოდ ყანა დაგვრჩება. თურქული ციხე უკვე დატოვა ლავას ოღლიმ. თუ საქართველოს პროკურატურამ კვლავ გულგრილობა გამოიჩინა მის მიმართ, ცოტა ხანში გორაძე ბელორუსიის ციხესაც დატოვებს და იქიდან ხელისუფლებას ვალს არჩევნებზე დაუბრუნებს, მხარდამჭერების მობილიზაციით.

    მოლაპარაკებები მიდის იმ რემენასთან, ვისაც კახა კალაძის დავალებით აეროპორტში მწვანე კორიდორები მოუწყვეს. წინასაარჩევნოდ ბრუნდებიან და აქტიურდებიან სხვა კანონიერი ქურდებიც. ამოცანა მარტივია - ქუჩა ხელში აიყვანონ და არჩევნები, როგორმე, ივანიშვილისთვის სასურველი შედეგით დაასრულონ.
    ილა კეჭაყმაძე - ადამიანი, რომლის დავალებითაც გურიაში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ის ე.წ. კანონიერ ქურდ რემენასთან არის ახლო კავშირში. სწორედ კეჭაყმაძესთან იყო მისული "მთავარის" გადამღები ჯგუფი იმისთვის, რომ დაესვა შეკითხვები, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს რემენასთან და რა ინფორმაცია ჩამოაქვს და მიაქვს უკან საქართველოს ხელისუფლებისგან და როგორც ჩანს, ის სწორედ ამ კითხვებმა გააღიზიანა.
    1 005 ნახვა
    28-06-2020, 01:59