GOGA.TV
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
  • გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც გირაოს ითხოვდნენ.

    გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში თითქმის 8 საათიანი მოსმენის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
    254 ნახვა
    28-06-2020, 09:28