GOGA.TV
თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს-მიხეილ სააკაშვილი
  • თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს-მიხეილ სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ შემოდგომაზე "ქართული ოცნების" ბრაზილიური ფაველა დასრულდება.

    "შევარდნაძის დროს შსს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერ ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ- კაწროსთან. თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით,"- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ პოსტში.
    271 ნახვა
    28-06-2020, 09:31