GOGA.TV
youtube
3
  • ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო- საახლობლო, გადაიქცა და ჩამოყალიბდა რა კრიმინალურ ერთობად

    ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით მიიღებს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენასთან დაკავშირებით.

    ბოლო და გადამწყვეტი კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ არის ჩანიშნული. მათიკაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარებით იქნება მიღებული, ხოლო ოპოზიციას, რომელიც ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს, "ოცნების" წევრმა კრიმინალებად მოიხსენიებს.

    ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო- საახლობლო, გადაიქცა და ჩამოყალიბდა რა კრიმინალურ ერთობად. რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე, დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად სწორედ იქ, სადაც ეს ერთობა გიორგი რურუას თავის პოლიტიკურ ლიდერად აღიარებს - ამბობს მათიკაშვილი

    "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის გამო რჩებიან. ისინი პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ:

    ხვალ 11 საათზეა დანიშნული სასამართლო სხდომა და თუ ჭკუა აქვს ხელისუფლებას უნდა გაათავისუფლოს და მაშინ მივიღებთ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას. მოუწევს ივანიშვილს კონსტიტუციის მიღებაც და რურუას გამოშვებაც- ამბობს რომან გოცირიძე.

    მათიკაშვილის შეფასებებმა "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანს კომუნისტები გაახსენა. მისი თქმით, სწორედ ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობდნენ 9 აპრილის წინ, "ბოლო ჟამის კომუნისტები".

    რატიანი ხელისუფლებას ურჩევს არ გაიმეოროს ნოემბრის სცენარი და ცვლილებები დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას დაეკისრება:

    ჩვენ არ შევდივართ საკონსტიტუციო ცვლილებებზე , თუმცა უნდა გავაფრთხილოთ კიდევ ერთხელ ხელისუფლება, რომ თუ მათ გადაწყვიტეს წავიდნენ ნოემბრის სცენარით, ეს მათ ძვირად დაუჯდებათ - ამბობს რატიანი

    საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა პარლამენტში ხვალ 12 საათზეა ჩანიშნული. კანონპროექტის დამტკიცებას 113 ხმა სჭირდება.
    254 ნახვა
    28-06-2020, 09:55