GOGA.TV
youtube
3
  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - ოპოზიცია, კოდექსში საარჩევნო ცვლილებებს აკრიტიკებს

    ჩვენ გავატარეთ ისეთი დემოკრატიული რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა - აცხადებს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკავაძე შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ ცვლილებებს მხარდაჭერა საერათაშორისო პარტნიორებმაც გამოუცხადეს

    მთავარი პარტნიორი აშშ, ასევე ევროკავშირი მიესალმა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს, ისევე როგორც მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ჩვენ მივიღეთ საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით და ქვეყანა პრაქტიკულად, გადავიდა არსებითად პროპორციულ სისტემაზე - ამბობს თალაკვაძე.

    რაც შეეხება ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების შენიშვნებს ხარვეზებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მხოლოდ ერთ ხარვეზს აღიარებს - 25 მეტრიანი რადიუსის ხარვეზს.

    გამომდინარე იქიდან, რომ აღსრულებადი არ არის ეს ნორმა, არ შევიტანეთ კანონში. ვთავაზობთ ჩვენ პილიტიკურ პარტიებს, გავაფორმოთ მემორანდუმი 25 მეტრიან რადიუსთან დაკავშირებით იმისათვის, რომ გადავინაწილოთ ყველამ პასუხისმგებლობა - ამბობს ირაკლი კობახიძე

    ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებში მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ოცნება საარჩევნო კანონში დაშინების, შანტაჟის და მანიპულაციის ყველა იმ ბერკეტს ტოვებს, რომელსაც მმართველი გუნდი აქტიურად იყენებდა ბოლო წლების განმავლობაში.

    ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნის წინ ზეწოლის მოხსნა იმ გზით, რომ არ ყოფილიყო თავშეყრა და სხვა საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული, ამას ვითხოვდით ჩვენ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ უარი გვითხრა - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.
    219 ნახვა
    3-07-2020, 09:58