GOGA.TV
youtube
3
  • "ყველა კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში" - გახარია გიორგი რურუაზე

    ყველა კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, - პრემიერი გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით მორიგ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. ამბობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

    გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ ნაწილზე ჰკითხეს, რაც სწორედ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს.

    ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი, - ამბობს გახარია.

    მისივე თქმით, საგამოძიებო პროცესზე საბოლოო გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
    209 ნახვა
    3-07-2020, 10:03