GOGA.TV
იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება
  • იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება

    5 ივ­ლისს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა , ეს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით, სა­სურ­ვე­ლია, ოი­რი­ო­დე სი­ტყვით ვი­სა­უბ­როთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც, ვი­საც ბედ­მა მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად. თქმა არ უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დაბ­ნე­ლე­ბა – მზის იქ­ნე­ბა თუ მთვა­რის – მნიშ­ვნე­ლო­ვან კოს­მი­ურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, ისე ადა­მი­ა­ნებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ას­ტრო­ლო­გე­ბი ნე­ბის­მი­ერს ურ­ჩე­ვენ, რომ დაბ­ნე­ლე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი ყო­ველ­გვა­რი სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის­გან, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­თავ­რე­სი კი სა­კე­ის­რო კვე­თაა. თუმ­ცა, რა უნდა ვქნათ მა­შინ, როცა ადა­მი­ანს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გზით უწევს და­ბა­დე­ბა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბის დღეს? რაღა თქმა უნდა, ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც დაბ­ნე­ლე­ბა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ციკლს ახ­ლავს თან, იმი­ტომ რომ, ასეთ ადა­მი­ა­ნებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და ცხოვ­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ.

    ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დღეს იბა­დე­ბა, რო­გორც წესი, გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე­თი პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის უზო­მო რწმე­ნი­თა და თვით­კონ­ტრო­ლის უნა­რი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. იგი იშ­ვი­ა­თად იც­ვლის აზრს, მაგ­რამ არა­სო­დეს იც­ვლის შე­ხე­დუ­ლე­ბას, ზე­წო­ლის შე­დე­გად. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ პი­როვ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბი­სას მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ელო­დე­ბა, რო­მელ­თა­გან შე­საძ­ლოა ბევ­რი ფა­ტა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყოს, მაგ­რამ ეს მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია მის­თვის. თუმ­ცა, მათ სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად, სა­ხე­ლი და დი­დე­ბაც ელო­დე­ბა.

    ასე მა­გა­ლი­თად, მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ბა­დე­ბუ­ლებს შო­რის ძალ­ზე ხში­რად ვხვდე­ბით სა­კუ­თა­რი სფე­როს პირ­ვე­ლაღ­მომ­ჩე­ნებს, ცნო­ბილ რე­ფორ­მა­ტო­რებ­სა და მე­ცე­ნა­ტებს. ხოლო მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იბა­დე­ბი­ან.

    წე­ლი­წა­დი, როცა ადა­მი­ა­ნის მო­რიგ და­ბა­დე­ბის დღეს წლი­უ­რი დაბ­ნე­ლე­ბაც ემ­თხვე­ვა, ამ პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმწვა­ვით ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ვლინ­დე­ბა ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი პოს­ტე­ბი უკა­ვი­ათ ან რა­ი­მე კუ­თხით უწევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. საქ­მე იმა­შია, რომ თა­ვად დაბ­ნე­ლე­ბა, რო­გორც მოვ­ლე­ნა, არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, იგი სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციკ­ლის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სა­წყისს, შუ­ა­ლე­დურ ეტაპს და და­სას­რულს. ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­ნე­ლე­ბა, კი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს გარ­კვე­ულ მუხტს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მოქ­მე­დებს სო­ცი­უმ­ზე და აქ­ტუ­ა­ლუ­რად ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი სფე­როს ცვლი­ლე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ი­ბად­ნენ, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ ამ­გვარ პრო­ცე­სებ­ში. ამი­ტო­მაც არის მათ­თვის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ის წელი, რო­მელ­შიც მათ იუ­ბი­ლეს წლი­უ­რი დაბ­ნე­ლე­ბა ემ­თხვე­ვა. თუმ­ცა, ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ წელს დაბ­ნე­ლე­ბა­ზე და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს ელის, მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი სა­ხის რო­დია. ხში­რად სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის უკე­თე­სით ცვლა, მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა და ა.შ. მათ ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    417 ნახვა
    4-07-2020, 00:50