GOGA.TV
youtube
3
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ზეგანვითარებული ინტუიცია, რის გამოც არასდროს ცდებიან?
  • ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ზეგანვითარებული ინტუიცია, რის გამოც არასდროს ცდებიან?

    ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილს მა­ინც უდა­ვოდ სჯე­რა ბე­დის­წე­რის. ზოგი ამას უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვას ეძა­ხის, ზოგი კოს­მო­სის ნი­შანს, ზოგს კი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ზღა­პა­რი ჰგო­ნია ფე­ნო­მე­ნი, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ინ­ტუ­ი­ცია ეწო­დე­ბა. ოდით­გან­ვე მიჩ­ნე­უ­ლი იყო, რომ ქა­ლე­ბი უფრო ძლი­ე­რი სენ­სი­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მათ გა­აჩ­ნდათ ე.წ. "მე­ექ­ვსე გრძნო­ბა" და მო­მავ­ლის ემო­ცი­უ­რად აღ­ქმის უარი. თუმ­ცა სა­ი­მი­სოდ, რომ ადა­მი­ან­ში წი­ნას­წარ­ხედ­ვის ნიჭი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყოს, სუ­ლაც არ არის ამის­თვის სა­ჭი­რო, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დეს სუსტ სქესს. ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ჯილ­დოვ­დე­ბა, თუკი მას ამა­ში შე­სა­ბა­მი­სი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნიც უწყობს ხელს. თუმ­ცა აქაც უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტი, რომ ე.წ. "ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის" ნიშ­ნე­ბი სჭარ­ბო­ბენ ყვე­ლა­ზე ინ­ტუ­ი­ცი­ურ­თა შო­რის.

    კირჩხი­ბი - მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მთვა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც ემო­ცი­ე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ბა­დოა კირჩხი­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას გა­აჩ­ნია უდი­დე­სი ინ­ტუ­ი­ცია. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ამას სიზ­მრე­ბის სა­ხით ააქ­ტი­უ­რებს, ზოგს კი უბ­რა­ლოდ მთვა­რის ფა­ზე­ბი ეხ­მა­რე­ბა მო­მავ­ლის გა­მოც­ნო­ბა­ში. კირჩხი­ბის ინ­ტუ­ი­ცია ხში­რად ხა­სი­ა­თის ცვლა­ში ვლინ­დე­ბა. ამი­ტომ თუ უცებ მო­გეჩ­ვე­ნათ, რომ თქვე­ნი ნაც­ნო­ბი კი­ბორჩხა­ლა ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, იცო­დეთ, მას გული რა­ღაც უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის წი­ნა­პი­რო­ბას უგ­რძნობს. კირჩხი­ბე­ბი ხში­რად ვერ ხსნი­ან, რა­ტომ დგე­ბი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, ზუს­ტად გრძნო­ბენ, რომ მალე გან­საც­დე­ლი მო­დის და ასეთ დროს პა­ნი­კის შე­ტე­ვა უძ­ლი­ერ­დე­ბათ.

    მო­რი­ე­ლი - მისი ინ­ტუ­ი­ცია კირჩხი­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად და ხელ­შე­სა­ხე­ბად მუ­შა­ობს. მო­რი­ე­ლი წი­ნას­წარჭვრე­ტის დი­დოს­ტა­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დე ცდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში და მუ­დამ ზუს­ტად აფა­სებს მო­სა­ლოდ­ნელ რის­კებს, ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. თუმ­ცა, ხში­რად ჰყვე­ბა ცდუ­ნე­ბას და რის­კავს, ბე­დის­წე­რის რინგზე გა­მოწ­ვე­ვა მო­რი­ე­ლის საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, მა­ში­ნაც კი როცა იცის, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლოდ დას­რულ­დე­ბა იგი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ჭი­დე­ბა სიძ­ნე­ლე­ებს.

    მერ­წყუ­ლი - მისი ინ­ტუ­ი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა მო­რი­ე­ლი­სა და კირჩხი­ბის წი­ნას­წარ­ხედ­ვის ნი­ჭის­გან. მერ­წყულს ურა­ნი მარ­თავს, პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის სიხ­ში­რეს და ინო­ვა­ცი­ებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, მერ­წყუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ფლობს არა უშუ­ა­ლოდ ინ­ტუ­ი­ცი­ას, არა­მედ მო­მა­ვალ­ში "ჩა­ხედ­ვის" გა­სა­ო­ცარ უნარს, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ნა­თე­ბე­ბით, მო­მავ­ლის კად­რე­ბის ხილ­ვით ან მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბის უაზ­როდ, ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად გაჟ­ღე­რე­ბით ვლინ­დე­ბა. მერ­წყუ­ლი არ გა­ნიც­დის ემო­ცი­ურ დო­ნე­ზე ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის მოხ­დე­ნამ­დე რა­ი­მე ტი­პის წი­ნათ­გრძნო­ბას. სა­მა­გი­ე­როდ, მას შე­უძ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად გა­ახ­მო­ვა­ნოს ხვა­ლინ­დე­ლი, ზე­გინ­დე­ლი ან სუ­ლაც მომ­დევ­ნო თვე­ში მო­სახ­დე­ნი ამ­ბე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    347 ნახვა
    4-07-2020, 00:52