GOGA.TV
youtube
3
ყველაზე რთული და შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მითები და რეალობა მოკლედ
  • ყველაზე რთული და შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მითები და რეალობა მოკლედ

    სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, რომ არ­სე­ბო­ბენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით ერ­თმა­ნეთ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. მო­დით გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და ერ­თად გა­ვა­ქარ­წყლოთ, მი­თე­ბი ე.წ. "შე­უ­თავ­სე­ბე­ლი" წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

    ტყუ­პი მშვილ­დოს­ნის ოპო­ზი­ცი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით დე­მა­გო­გია. თუმ­ცა, ტყუპ­საც არა­ნაკ­ლებ უყ­ვარს მახ­ვილ­სი­ტყვა­ო­ბა და ლაქ­ლა­ქი. შე­სა­ბა­მი­სად, ცოლ-ქმარს შო­რის რო­მე­ლი­მეს მა­ინც ხომ უნდა გა­აჩ­ნდეს მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა? ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია რომ მათი არც თუ მშვი­დი დი­ა­ლო­გე­ბის ერ­თგულ მსმე­ნე­ლე­ბად, ყვე­ლა­ზე ხში­რად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­ზობ­ლე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან.

    სა­მა­გი­ე­როდ, ტყუპ­ზე კარ­გად არა­ვის შე­უძ­ლია მშვილ­დო­სა­ნი ახალ-ახა­ლი გმი­რო­ბე­ბის ჩა­დე­ნის­კენ და ქმე­დე­ბის­კენ წა­ა­ქე­ზოს. ჰა­ე­რი ხომ ცე­ცხლს უფრო აღ­ვი­ვებს. ხოლო თა­ვად მშვილ­დო­სა­ნი კარ­გად მო­ა­ხერ­ხებს ჰა­ე­რო­ვა­ნი ტყუ­პი, თა­ვი­სი მარ­თა­ლია არ­ცთუ ტაქ­ტი­ა­ნი კრი­ტი­კით, ზოგ­ჯერ და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი და იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან იხ­სნას. ცე­ცხლი ხომ ჟანგბადს შთან­თქავს.

    მერ­წყუ­ლი და ლომი მედ­ლის ორი მხა­რეა. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ერთი შე­ხედ­ვით, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი არა­ფე­რია სხვა თუ არა ერთი მთლი­ა­ნო­ბის ორი სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც დიდი შან­სი აქვს გამ­თლი­ან­დეს და ჰარ­მო­ნია შექ­მნას. მერ­წყულს რომ ჰკი­თხო, ლო­მის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ტრა­ბა­ხი, უფ­რო­სო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სხვი­სი ხე­ლით საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის ჩვე­ვა აღი­ზი­ა­ნებს. ამ დროს, თა­ვა­დაც არა­ნაკ­ლებ მიდ­რე­კი­ლია სხვე­ბის მარ­თვის და ლი­დე­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის­კენ. თუმ­ცა, ამას ლო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ ჰუ­მა­ნურ-მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ოს­ტა­ტუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნა­რით ნიღ­ბავს. ეს იგი­ვეა, რაც სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი ორე­უ­ლის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა ის­წავ­ლოს ამ ორმა. ჰოდა, თუ თვალს თა­მა­მად გა­უს­წო­რებთ სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, ძვირ­ფა­სო ლო­მე­ბო და მერ­წყუ­ლე­ბო, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ ხან­გრძლი­ვად იცხოვ­როთ ჰარ­მო­ნი­ა­ში.

    ვერ­ძი და თხის რქა - ამ­ბო­ბენ, რომ ორი რქი­ა­ნის ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. თუმ­ცა, არც მთლად მა­სეა საქ­მე, ბა­ტო­ნე­ბო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ვერ­ძი ისე თხის რქა უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი, ამ ორს შო­რი­საც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი და რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი დუ­ე­ტი. სა­ა­მი­სოდ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, სა­ერ­თო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბიც გა­აჩ­ნდეს. ქმა­რი თხის რქა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­მო­უ­ტე­რი, სპონ­სო­რი ან თა­ნა­შემ­წე იქ­ნე­ბა ცოლი ვერ­ძის­თვის, რო­მელ­საც იდე­ე­ბი და კრე­ა­ტი­ვი რო­გორც წესი, თავ­ზე საყ­რე­ლად გა­აჩ­ნია. თუმ­ცა, მათი რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის გზებს ვერ პო­უ­ლობს, ან ნე­ბის­ყო­ფა არ ყოფ­ნის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად. ჰოდა, თხის რქა ქმარ­ზე უკე­თეს იმპრე­სა­რი­ოს სად იშოვ­ნის კაცი?

    მო­რი­ე­ლი და ლომი - ეს ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტუ­რი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უაღ­რე­სად რო­მან­ტი­უ­ლი და ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რია. მო­რი­ე­ლის და ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან კვად­რა­ტუ­რას ქმნი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის ურ­თი­ერ­თჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვა, ძალ­ზე რთუ­ლი, ან სუ­ლაც უტო­პი­უ­რი თე­მაა. ამი­ტომ, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად, სწო­რედ ამ წყვილს ელო­დე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, მი­ზი­დუ­ლო­ბა მათ შო­რის, იმ­დე­ნად დი­დია, – რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ისე ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, რომ ეს წყვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა მა­ინც ახერ­ხებს ხან­გრძლი­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ოჯა­ხი. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა კი ამ ორს შო­რის, რო­გორც წესი მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბის ფლო­ბა და პირ­ვე­ლო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა. თქმა არ უნდა, მო­რი­ე­ლი, რო­მელ­საც ამ ქვეყ­ნად ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლი ლა­მის სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და ამაყ ძუ ლომ­საც მო­უნ­დო­მებს გა­ლი­ა­ში გა­მომ­წყვდე­ვას. ჰოდა, აი აქ და­ი­წყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­ლია ოქ­როს­გან მა­ინც იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­გორ­მე აი­ტანს ტყვე­ო­ბას ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ქალი ლომი.

    კურო და ლომი - რო­გორც წესი, პრაქ­ტი­კუ­ლი, მუ­ყა­ი­თი და გო­ნივ­რუ­ლად ხელ­მომ­ჭირ­ნე კუ­როს მოთ­მი­ნე­ბა და ჯიბე, იშ­ვი­ა­თად სწვდე­ბა ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ არის­ტოკ­რა­ტულ ცხოვ­რე­ბის წესს და მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. პრინ­ციპ­ში, მას ეს არც არა­ფერ­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა. ბე­ბი­ის ნა­ქონ ჭრა­ჭუ­ნა სა­წოლ­შიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლად სძი­ნავს და ვე­რაფ­რით გა­უ­გია რა ჯან­და­ბად უნდა კუ­დაბ­ზი­კა ლომს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯით და ტექ­ნი­კით გა­მოს­ვე­ბუ­ლი სახ­ლი. მით უმე­ტეს, როცა ამ­გვა­რი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე მთე­ლი წლის და­ნა­ზო­გი უნდა გა­ა­ყო­ლოს ქარს. დიახ, დიახ უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ამ ორს შო­რის ფუ­ლია! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ერთი მა­დას ცო­ტა­თი და­ი­ო­კებს, მე­ო­რე კი კვარ­ტალ­ში ერთხელ მა­ინც ის­წავ­ლის, მი­ი­ღოს და დატ­კბეს თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბით, სუ­ლაც არ არის უტო­პი­უ­რი იდეა მათი ხან­გრძლი­ვად ერ­თად ყოფ­ნა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში.

    ქალ­წუ­ლი და მშვილ­დო­სა­ნი - ერთი შე­ხედ­ვით ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია, რა ესაქ­მე­ბა ამ ორს ერ­თად? მა­ნი­ა­კა­ლუ­რო­ბამ­დე წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი, მე­თო­დუ­რი და ხან­და­ხან უზო­მოდ ხელ­მომ­ჭირ­ნე ქალ­წუ­ლი, ხში­რად მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მოჰ­ყავს მშვილ­დოს­ნის უმი­სა­მარ­თო ხელ­გაშ­ლი­ლო­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის არ­ქო­ნა­სა და თავ­ქა­რი­ან ხა­სი­ათს. ჰოდა, გე­კი­თხე­ბით რა უნდა ამ ორს ერ­თად? თუმ­ცა, თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლი­ათ მცი­რე­ო­დე­ნი კომ­პრო­მი­სე­ბის ხარ­ჯზე, ერ­თმა­ნე­თის ხა­სი­ა­თე­ბი და­ა­ბა­ლან­სონ. მშვილ­დო­სა­ნი ქალ­წულს ოპ­ტი­მიზმს, ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბას და მოგ­ზა­უ­რო­ბის სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლის, ქალ­წუ­ლი კი მის უთავ­ბო­ლო ხა­სი­ათს და ჩვე­ვებს "და­ა­ლა­გებს" და და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ჰოდა, რა­ტო­მაც არა?

    თხის რქა და სას­წო­რი - რკი­ნის ლო­გი­კის მქო­ნე, უსაშ­ვე­ლოდ ჯიუტ და სწორ­ხა­ზო­ვან თხის რქას, თქმა არ უნდა, ხში­რად გა­მო­იყ­ვანს წყო­ბი­დან მერ­ყე­ვი, ცვა­ლე­ბა­დი და ზედ­მე­ტად დამთმო­ბი სას­წო­რი. თუმ­ცა, თხის რქას არ უნდა და­ა­ვი­წყდეს ის ფაქ­ტი, რომ სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ეგ­ზალ­ტი­რებს. ამი­ტომ, სას­წორ­საც გა­აჩ­ნია უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტის შე­ტე­ვე­ბი. ოღონდ ეს მა­შინ, როცა მას ვინ­მე პი­ნე­ბის უთავ­ბო­ლო რყე­ვის მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვანს და აი­ძუ­ლებს ის საქ­მე აკე­თოს, რომ­ლის კე­თე­ბაც, მას ამ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში სუ­ლაც არ ეხა­სი­ა­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი თხის რქა შე­ეც­დე­ბა გა­უ­გოს სას­წო­რის შე­მოქ­მე­დე­ბით ნა­ტუ­რას, თა­ვის მხრივ სას­წო­რიც შე­ეც­დე­ბა და­ი­ლა­გოს მო­ყან­ყა­ლე პი­ნე­ბი და თხის რქა გა­სა­ო­ცა­რი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით გა­ა­ო­ცოს.

    კურო და მერ­წყუ­ლი - მათ შო­რის, ძალ­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ლე­გენ­და­რუ­ლი "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" სინ­დრო­მი – ანუ ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა. მაგ­რამ ამ ერთ ნახ­ვას რომ მომ­დევ­ნო ნახ­ვე­ბი მოჰ­ყვე­ბა თან და შე­სა­ბა­მი­სად ერ­თმა­ნე­თის ხა­სი­ა­თის უკეთ გაც­ნო­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც, ამ ფაქტს რაღა უნდა მო­ვუ­ხერ­ხოთ? კურო ფეს­ვე­ბის­გად­გმამ­დე მი­წი­ე­რი არ­სე­ბაა. უსაშ­ვე­ლოდ რე­ა­ლის­ტი, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. მერ­წყულ­მა კი არა­სო­დეს იცის დღეს რომ ალ­თა­საა, ხვალ ბალ­თას, ზეგ რო­მელ უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე გა­ეღ­ვი­ძე­ბა, იქა­უ­რი აბო­რი­გე­ნე­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის საკ­ვლე­ვად ჩა­სულს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბას მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა თუ გა­და­არ­ჩენს და გა­აძ­ლი­ე­რებს. მოკ­ლედ, ძვირ­ფა­სო მერ­წყუ­ლე­ბო, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ რომ თქვე­ნი კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კუ­რო­ზე უკეთ ვე­რა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ. ამი­ტომ, სა­ნამ აფ­რი­კის ჯუნ­გლე­ბის­კენ, მო­რიგ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სას­ვლე­ლად აი­ღებთ გეზს, თქვენ­თვის რო­მე­ლი­მე სიმ­პა­თი­უ­რი კურო შე­ათ­ვა­ლი­ე­რეთ თა­ნამ­გზავ­რად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    291 ნახვა
    4-07-2020, 23:55