GOGA.TV
youtube
3
6 ასტროლოგიური წყვილი, რომელსაც თავაწყვეტილი სექსი აქვთ
  • 6 ასტროლოგიური წყვილი, რომელსაც თავაწყვეტილი სექსი აქვთ

    კონ­კრე­ტუ­ლი წყვი­ლის ინ­ტი­მურ თავ­სე­ბა­დო­ბა­ზე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათი პი­რა­დი რუ­კე­ბის დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვით შე­იძ­ლე­ბა "დი­აგ­ნო­ზის" დას­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­მოდ მოყ­ვა­ნილ სტა­ტი­ას აქ­სი­ო­მად ნუ მი­ი­ღებთ... უბ­რა­ლოდ გა­და­ხე­დეთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ას­ტრო­ლოგ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი:

    ვერ­ძი - მო­რი­ე­ლი
    ვერ­ძი მარ­სით მარ­თუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია, ისე­ვე რო­გორც მო­რი­ე­ლი (მის­თვის მარ­სი თა­ნამ­მარ­თველ პლა­ნე­ტად ით­ვლე­ბა). ამი­ტომ ამ ორს ხა­სი­ათ­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტში ბევ­რი სა­ერ­თო აქვს. ორი­ვე მათ­გა­ნი აგ­რე­სი­უ­ლი, ძლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი პარტნი­ო­რის­კენ მი­ილ­ტვის. მო­რი­ე­ლი ად­ვი­ლად იხიბ­ლე­ბა ვერ­ძის ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტით და გა­მოკ­ვე­თი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბით. ვერძს კი თა­ვის მხრივ მო­რი­ე­ლის სი­ხის­ტე და იდუ­მა­ლე­ბა ახ­ვევს თავ­ბრუს. ერ­თიც და მე­ო­რეც გა­მო­ირ­ჩე­ვა დიდი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით და ენერ­გი­ის მა­რა­გით, რა­საც თან ერ­თვის სექსში სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც ვერძს და მო­რი­ელს ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­უც­ვლელ პარტნი­ო­რე­ბად აქ­ცევს ამ კუ­თხით.

    კურო - სას­წო­რი
    კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სექ­სუ­ა­ლურ მა­დას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვი­ან. თუმ­ცა კურო სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით მხო­ლოდ კომ­ფორ­ტულ და სტა­ბი­ლურ პარტნი­ორ­თან იხ­სნე­ბა ბო­ლომ­დე. სას­წო­რი მის­თვის იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლია იმ მხრივ რომ, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­ის გრძნო­ბი­თა და კომ­პრო­მი­სის ხე­ლოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სას­წო­რის რბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბუ­ნე­ბა ად­ვი­ლად ხსნის კუ­როს გუ­ლის­კენ მი­მა­ვალ ცხრაკ­ლი­ტულ კარს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­უ­კე­თე­სო სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის სა­წინ­და­რი ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, სას­წო­რიც და კუ­როც პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ ნი­შა­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. რის ხარ­ჯზეც ორი­ვე მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს პარტნი­ო­რის ვი­ზუ­ა­ლურ-ჰი­გი­ე­ნურ მო­ნა­ცე­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორს ერ­თმა­ნეთ­თან ეს ფაქ­ტო­რიც და­ა­კავ­ში­რებს. კურო ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვან­დე­ბა სას­წო­რის სი­ლა­მა­ზით, სას­წო­რი კი თა­ვის მხრივ მის­ცემს კუ­როს იმ ემო­ცი­ურ სით­ბოს, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის ბო­ლომ­დე გა­მო­სავ­ლე­ნა­დაა სა­ჭი­რო.

    ლომი - ტყუ­პი
    ტყუ­პი უზო­მოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და მოქ­ნი­ლი ხალ­ხის ზო­დი­ა­ქოა. ტყუ­პი მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია, რო­გორც ში­ნა­გა­ნად ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რად. ამი­ტომ ლომი ად­ვი­ლად იხიბ­ლე­ბა მისი ბავ­შვუ­რო­ბით და კრე­ა­ტი­უ­ლი ჭკუ­ით. ამას­თან ლო­მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ერთი ორად ამაღ­ლებს, ტყუ­პის მხრი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბის ზღვა, რო­მელ­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ უხ­ვად არი­გებს. გარ­და ამი­სა, ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი ტყუ­პი იმა­საც კარ­გად შეს­ძლებს, რომ ლომს სი­ა­მოვ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი­თა და სი­ურპრი­ზი­თაც მი­ა­ნი­ჭოს. რა­საც იგი გუ­ლუხ­ვი სა­ჩუქ­რე­ბით, ზრუნ­ვი­თა და დიდი სით­ბო­თი უპა­სუ­ხებს.

    ქალ­წუ­ლი - კირჩხი­ბი
    ქალ­წუ­ლი პრაგ­მა­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი­თა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტომ ვნე­ბა არა­სო­დეს აკარ­გვი­ნებს ბო­ლომ­დე თავს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. და სწო­რედ ეს თვი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ად­გეს მას იმა­ში, რომ ბუ­ნე­ბით ფრთხი­ლი და ჩა­კე­ტი­ლი კირჩხი­ბი ბო­ლომ­დე გახ­სნას სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით. კირჩხი­ბი ემო­ცი­ურ სიმ­ყა­რეს ეძებს პარტნი­ორ­ში, მა­ნამ სა­ნამ სა­კუ­თარ ერო­ტი­ულ ფან­ტა­ზი­ებს მთე­ლი ძა­ლით მის­ცემს გა­სა­ქანს. ქალ­წუ­ლი კი სწო­რედ ამ ემო­ცი­ურ ბექგ­რა­უნდს უქ­მნის მას. რის ხარ­ჯზეც ამ ორს იდე­ა­ლუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს.

    მშვილ­დო­სა­ნი - მერ­წყუ­ლი
    მშვილ­დოს­ნე­ბი იდე­ა­ლის­ტუ­რი ბუ­ნე­ბის, მო­უს­ვე­ნა­რი ნა­ტუ­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა ზოგ­ჯერ ახა­სი­ა­თებთ უხე­შო­ბა და სი­ხის­ტე, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას. რაც ხში­რად ხდე­ბა მათ მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ბა­ბი. თუმ­ცა მისი ეს სი­ხის­ტე, იშ­ვი­ა­თად სჭრის ყურს (და თვალს) თავ­ქა­რი­ან და ლო­ი­ა­ლურ მერ­წყულს. მერ­წყუ­ლიც ისე­ვე რო­გორც მშვილ­დო­სა­ნი, სი­ახ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი და ნო­ვა­ტო­რია. ამ ორს ერ­თად მო­წყე­ნი­ლო­ბა არა­სო­დეს ემუქ­რე­ბა, მით უმე­ტეს სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით. მერ­წყუ­ლი სი­ახ­ლის მოყ­ვა­რუ­ლია და არა­სო­დეს ეში­ნია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის სექსში. რაც ძა­ლი­ან მოს­წონს მშვილ­დო­სანს, რო­მე­ლიც ასე­ვე და­უ­ღა­ლა­ვად ეძებს ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს. არც ერთი მათ­გა­ნი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­სა­კუთ­რუ­ლი ხა­სი­ა­თით, ამი­ტომ ისი­ნი ტვინ­საც იშ­ვი­ა­თად გა­უ­ბურ­ღა­ვენ ერ­თმა­ნეთს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო.

    თხის რქა - თევ­ზე­ბი
    თხის რქე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერთი შე­ხედ­ვით ემო­ცი­უ­რად ცივი და უკა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. მაგ­რამ მისი გუ­ლის გა­სა­ღებს ძალ­ზე მარ­ტი­ვად პო­უ­ლობს ემო­ცი­უ­რი, რბი­ლი და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი თევ­ზე­ბი. იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უთ­მობს თხის რქას ლი­დე­რულ პო­ზი­ცი­ას და ნე­ბის­მი­ერ მის სურ­ვილს "პლას­ტე­ლი­ნი­ვით" ზუს­ტად ერ­გე­ბა. თა­ვის მხრივ კი ბუ­ნე­ბით ძლი­ე­რი, ამ­ბი­ცი­უ­რი და ამა­ყი თხის რქა იზ­რუ­ნებს თევ­ზე­ბის­თვის ჰარ­მო­ნია შექ­მნას. რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­სა­ნიშ­ნავ ინ­ტი­მურ თავ­სე­ბა­დო­ბამ­დე მი­იყ­ვანს მათ. ორი­ვე მათ­გა­ნი ამ კავ­ში­რით იღებს იმას, რაც სურს, – თევ­ზე­ბი ემო­ცი­უ­რად მყარ პარტნი­ორს, თხის რქა კი დამ­ყოლ და კომ­ფორ­ტულ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    382 ნახვა
    6-07-2020, 00:26