GOGA.TV
  • იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, სიცრუეა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწყების პრესსამსახურის უფროსმა გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, სიცრუეა. ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ეს ავტომობილი, რომელიც კადრებში ჩანს არა "შკოდას" მარკის არამედ "ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომობილია, რომელიც არის ტაქსი.

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია და ეს პირი გამოძიების მიერ უკვე დაიკითხა.

    "გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც ვითომ მოძრაობს "შკოდა" და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის "ტოიოტა პრიუსის" ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია ეს ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას შკოდას ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ შკოდას ფირმის ავტომობილით გელაშვილი, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. გელაშვილი მაგ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, მის საცხოვრებელ სახლში. გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა შესწავლილ იქნას და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმე შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, მისცა არასწორი ჩვენება, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება," - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

    გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება დაწყებულია იმ ადგილას გაჩენილი ხანძრის თაობაზე, სადაც გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა.
    252 ნახვა
    7-07-2020, 08:12