GOGA.TV
რომელი ზოდიაქოს ნიშანი ინგრევს ცხოვრებას საკუთარი ხელით
  • რომელი ზოდიაქოს ნიშანი ინგრევს ცხოვრებას საკუთარი ხელით

    თხის რქა
    თუკი ჰოროსკოპი შეჯიბრება იქნებოდა, თხის რქას სამი ოქროს მედალი ერთდროულად ეკუთვნის. მას საკუთარი ცხოვრების დანგრევა და არევა საუკეთესოდ გამოსდის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საკუთარი თავის დამკვიდრება და პერფექციონიზმი ილუზიებში აგდებს. თხის რქების დილა იწყება ყავით და მოსაზრებით: "როგორ ვიმუშაო საკუთარ თავზე ისე, რომ საუკეთესო ვიყო". პრობლემა ამაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ მათ იდეალურობა სურთ, რაც მიუღწევადია. პარტნიორებისგანაც ხშირად იმავეს ითხოვენ, რაც კონფლიქტების და აზრთა დისბალანსის მიზეზი ხდება. ამასობაში ცხოვრებით ტკბობას ვერ ახერხებენ
    და საკუთარ თავს ყოველდღიურად ძალით ნათელი მომავლისკენ "აგდებენ".

    მერწყული
    მერწყულის ცხოვრების იდეაფიქსი არის ის, რომ ყოველდღიურად რაც შეიძლება ბევრი უდანაშაულო ადამიანი ნეგატიური ემოციით დატვირთოს. გამოაქვს დასკვნები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულია, შედეგად კი კუთხეში ჩამოჯდება და განიცდის: "რა ხდება ჩემს თავს, რატომ არ ესმის ჩემი არავის?" მისი მოსაზრებით ყველამ იცის, რომ რასაც გამოხატავს, ეს მხოლოდ ჯავშანია. სინამდვილეში ის ფაქიზი სულის მქონე ადამიანია, რომელსაც მოფერება და ყურადღება სურს.

    თევზები
    მაგიურად აზროვნება თევზებს კარგად ცხოვრებაში ხელს უშლის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სჯერათ, რომ სამყაროს კარგად ხედავენ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც შედეგად ფატალურ ცხოვრებისეულ შეცდომამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, თუკი ამაში დაარწმუნებთ თევზებს, ისინი აღარ მოისურვებენ თქვენთან კომუნიკაციას.


    წყარო: cosmopolitan
    401 ნახვა
    8-07-2020, 00:47