GOGA.TV
youtube
3
მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში
  • მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

    გამოძიება თავიდან ინტერესდება იმ პირებით, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩვენებებს ცვლიან. შესაბამისი განცხადებით პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

    გამოძიებას მითითება აქვს მიღებული, რომ გამოიკითხოს ხელახლა ყველა ოქროს მოწმე, რომელიც საქმეში ფიგურირებს. ხუთივე პირმა უნდა განმარტოს, რატომ არის ცდომილებები უკვე მიცემულ გამოკითხვებში. ამასთანავე, კატეგორიული მოთხოვნების ჩამონათვალშია გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ანა გაბეჩავას დაბადების დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

    წერილი, რომელიც კურიერს ხელში ჩაუვარდა 2 ივლისით თარიღდება. გენერალური პროკურატურა 10 დღის ვადაში ითხოვს, კონკრეტულ პირებს დააზუსტებინონ, რა არგუმენტით შეცვალეს ვერსიები კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. ვადა 12 ივლისს იწურება. ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიებამ ხელახალი გამოკითხვების პროცესი.

    "გარდაცვლილ შაქარაშვილის ერთადერთი მეგობარი, რომელიც ამ აგარაკზე იმყოფებოდა, ეს არის გურამ ამირხანაშვილი და ძალიან საწყენია, რომ ამირხანაშვილის 4 სხვადსხვა ჩვენება გვიდევს საქმეში და ამირხანაშვილი, რომ არ გვევლინება ამ სისხლის სამართლის საქმეში კეთილსინდისიერ მოწმედ. ძალიან სამწუხაროა, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაბამისად, ის დიდუბიდან რომელიც ჩამოსვეს ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა და იმ პირებმა, რომლებიც "ტოიტა კამრის" ტიპის ავტომანქანაში იყვნენ და ის არ წავიდა სახლში და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და შემდგომ გააგრძელა შეხვედრები, მე ეს არ მიკვირს," - აცხადებს ადვოკატი, გიორგი გელხაური.

    საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ ვიდეო მასალაში აღბეჭდილი ფაქტები კითხვის ნიშნებს ბადებს.

    "კამრისთან" გაჩერებული მიკროავტობუსი და სხვა დანარჩენი ფაქტები ბუნებრივია, ბადებს კითხვებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიციები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიების ინტერესი და ჩვენი ინტერესი რეალურად რაც არის, ჩვენი დაცვის სტრატეგიის მიხედვით ამ საკითხებთან დაკავშირებით საჯაროდ საუბრისგან თავს შევიკავებ. აუცილებლად პროცესზე ამ ყველა ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ, ვიძიებთ მტკიცებულებებს, რომელიც ფაქტთან არის დაკავშირებული," - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
    239 ნახვა
    8-07-2020, 08:41