GOGA.TV
youtube
3
რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი - "შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ეს მცენარე ე.წ. ენერგო-დამცავია"
  • რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი - "შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ეს მცენარე ე.წ. ენერგო-დამცავია"

    ას­ტრო­ლო­გებ­სა და ეზო­თე­რი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სახ­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობთ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ე.წ. "დამ­ცა­ვი ენერ­გე­ტი­კით". სა­ა­მი­სოდ არ­სე­ბობს ბევ­რი ნივ­თი და სუ­ვე­ნი­რი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­მნე­ბა ამა თუ იმ ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და სიმ­შვი­დის სიმ­ბო­ლოდ. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ბევ­რმა თქვენ­გან­მა არც კი იცის, რომ ე.წ. "ენერ­გო-დამ­ცა­ვის" ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ კაქ­ტუს­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლია.

    ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბობს კაქ­ტუ­სის მა­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა. ეს მცე­ნა­რე მიჩ­ნე­უ­ლი იყო ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ. ეზო­თე­რი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ კაქ­ტუ­სი თქვე­ნი სახ­ლის დაც­ვით ფუნ­ქცი­ებს ნე­ბის­მი­ერ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე უკეთ შე­ას­რუ­ლებს. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ ნა­გა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვერ იტანს კაქ­ტუსს .

    მცე­ნა­რე­ებს, რო­მელ­თაც ეკ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ოდით­გან­ვე მი­ა­წერ­დნენ დამ­ცა­ვის ფუნ­ქცი­ას. ამი­ტომ კაქ­ტუ­სი, სა­უ­კე­თე­სო ენერ­გო-ჩამ­კე­ტია თქვენს სახ­ლში შე­მო­სუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად . რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს მოჰ­ყვეს თან. იგი გი­ცავთ თვა­ლის, შუ­რი­სა და სი­ღა­რი­ბის­გან.

    ქო­თა­ნი, რო­მელ­შიც კაქ­ტუ­სია ჩარ­გუ­ლი, სა­სურ­ვე­ლია უშუ­ა­ლოდ შე­მო­სას­ვლელ კარ­თან ახ­ლოს დად­გათ. ასე იგი, არამ­ხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი ენერ­გე­ტი­კის­გან და­გი­ფა­რავთ, სახ­ლს ქურდბა­ცა­ცებ­საც მო­ა­რი­დებს.

    უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კაქ­ტუ­სი მგრძნო­ბი­ა­რე მცე­ნა­რეა და მი­უ­ხე­და­ვად გა­სა­ო­ცა­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ამ­ტა­ნო­ბი­სა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა-მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

    და­ი­მახ­სოვ­რეთ, კაქ­ტუ­სი ატა­რებს უნარს "შე­აგ­რო­ვოს" ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია, ამი­ტომ ერთი მხრივ თუ იგი თქვენს მო­შურ­ნე­ებ­სა და ბო­რო­ტის­მსურ­ვე­ლებს გა­რი­დებთ, მე­ო­რე მხრივ კი რო­გორც ამ­ბო­ბენ, "მსგავ­სი, იზი­დავს მსგავსს" ამი­ტომ ერი­დეთ თქვენ­ში წყე­ნის, ბოღ­მი­სა და მრის­ხა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბას მით უმე­ტეს კაქ­ტუ­სის სი­ახ­ლო­ვეს ამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის აფი­ში­რე­ბას , წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი კაქ­ტუ­სი ამას სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კარგ ნი­ა­დაგს შე­გიქ­მნით ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­საქ­მნე­ლად.

    ბი­ო­ე­ნერ­გე­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კაქ­ტუ­სებს სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ისი­ნი ენერ­გი­ის აკუ­მუ­ლი­რე­ბას ახერ­ხე­ბენ გა­რე­მომ­ცვე­ლი სამ­ყა­როს ხარ­ჯზე (მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც), ხოლო შემ­დგომ­ში ასე­თი­ვე ინ­ტენ­სი­ვო­ბით გას­ცე­მენ მას. თუკი თქვენ კაქ­ტუსს მორ­ცხვ და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნის არმ­ქო­ნე ადა­მი­ანს უსა­ჩუქ­რებთ, ეს სა­უ­კე­თე­სო გზა იქ­ნე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მან სა­მო­მავ­ლოდ სი­მორ­ცხვე დაძ­ლი­ოს და თა­ვის კომ­პლექ­სებ­ზე გა­ი­მარ­ჯვოს.

    ხოლო იმის­თვის, რომ ჩვე­ნი კაქ­ტუ­სი დაგ­რო­ვი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მიწა შე­ვუც­ვა­ლოთ მას ან გამ­დი­ნა­რე წყლით კარ­გად "გავ­რე­ცხოთ" მისი ეკ­ლე­ბი. ზო­გა­დად, ამ მცე­ნა­რის­თვის მი­წის შეც­ვლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყო­ველ წე­ლი­წადს. ასე იგი ახა­ლი ენერ­გი­ით და­მუხ­ტავს თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    309 ნახვა
    9-07-2020, 23:20