GOGA.TV
8 ცხოვრებისეული ცვლილებება, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ივლისში ელით
  • 8 ცხოვრებისეული ცვლილებება, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ივლისში ელით

    ივ­ლი­სის თვის მი­მო­ხილ­ვა იმით უნდა და­ვი­წყოთ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა გვე­ლის, ასე­თი რამ სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა, როცა ორი ახალმთვა­რე­ო­ბა ერთ ნი­შან­ში გვაქვს. ამ­ჯე­რად ასე კირჩხიბ­ში და­ემ­თხვა, პირ­ვე­ლი იყო 21 ივ­ნისს და მე­ო­რე იქ­ნე­ბა 20 ივ­ლისს . კირჩხი­ბის ნი­შა­ნი კი­დევ იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ნი­შა­ნი 6 რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტით და­ი­წყო: მერ­კუ­რი (12 ივ­ლისს გა­ას­წო­რებს სვლას), ვე­ნე­რა (26 ივ­ნისს გა­ას­წო­რა სვლა და 8 აგ­ვის­ტომ­დე ტყუ­პის ნი­შან­ში იქ­ნე­ბა), იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი, ნეპ­ტუ­ნი და პლუ­ტო­ნი.

    20 ივ­ლი­სამ­დე მზე კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. კირჩხი­ბი გა­აძ­ლი­ე­რებს შემ­დეგ თე­მებს: ოჯა­ხი, სახ­ლი, დედა, გვა­რი, წი­ნაპ­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ემო­ცი­ე­ბი, კვე­ბა.

    ვე­ნე­რა და მარ­სი - ორი გენ­დერუ­ლი პლა­ნე­ტა 29 ივ­ლი­სამ­დე კარგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია ერ­თმა­ნეთ­თან, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ვე­ნე­რაც მსუ­ბუქ ნი­შან­შია და კეკ­ლუ­ცო­ბის გან­წყო­ბა­ზე, ბევ­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­დე­ბა, უკვე და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბიც იგ­რძნო­ბენ, არ­სე­ბულ კავ­შირ­ში ვნე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას.

    პირ­ველ ივ­ლისს მერ­კუ­რი­სა და მზის შე­ერ­თე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, მზის გავ­ლე­ნით კი - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. კარ­გად შეძ­ლებთ ერ­თმა­ნე­თის­გან მარ­თლი­სა და ტყუ­ი­ლის გარ­ჩე­ვას. მიხ­ვდე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის რო­მელ წყა­როს შე­გიძ­ლი­ათ ენ­დოთ. თქვე­ნი მხრი­დან კი ეცა­დეთ, კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ მოვ­ლე­ნე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა კი გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ.

    5 ივ­ლისს , 8:44-ზე მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით თხის რქის 14 გრა­დუს­ში. ეს იქ­ნე­ბა კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე უკა­ნას­კნე­ლი დაბ­ნე­ლე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ ამ დაბ­ნე­ლე­ბა­ზე? გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბა. და ამავდრო­უ­ლად, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, არა ისე, რო­გორც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, არა­მედ, უნდა მოვ­სინ­ჯოთ სი­ახ­ლე. შეგ­ვიძ­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ლი­ლი­ტი (ფა­რუ­ლი მტრე­ბი, ში­შე­ბი) დაბ­ნე­ლე­ბას­თან კარ­მულ კავ­შირს ქმნის. აქ­ვეა მარ­სიც და ორი­ვე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში. ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ ერ­თმა­ნე­თის, საღი აზ­რის მოს­მე­ნა, მო­უნ­დეთ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­სე­ბუ­რად გა­კე­თე­ბა. გაფრ­თხილ­დით, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და ეცა­დეთ, ყვე­ლა­ფერს ობი­ექ­ტუ­რად შე­ხე­დოთ.

    მერ­კუ­რი მარ­სის კვად­რა­ტი - 8 და 28 ივ­ლისს . მერ­კუ­რი ეს არის ის, რა­საც ჩვენ ვფიქ­რობთ, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ვგეგ­მავთ. მარ­სი კონ­კრე­ტუ­ლი, აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა. ეს კვად­რა­ტი მიგ­ვი­თი­თებს, რომ ან გა­უ­აზ­რებ­ლად და და­უ­ფიქ­რებ­ლად ვმოქ­მე­დებთ, ან ვა­კე­თებთ და მერე ვფიქ­რობთ. ეს ას­პექ­ტი ორ­ჯერ იქ­ნე­ბა ივ­ლის­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გაფრ­თხილ­დეთ, რომ აკე­თოთ ის, რა­საც ფიქ­რობთ და მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. ადა­მი­ა­ნებს ესა­უბ­რეთ რბი­ლად და მათ­თვის გა­სა­გე­ბად, რად­გან თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლი­სა და შერ­კი­ნე­ბის­თვის მო­წო­დე­ბად აღიქ­ვან.

    რეტ­როგ­რა­დუ­ლი ქი­რო­ნი - 12 ივ­ლი­სი­დან 16 დე­კემ­ბრამ­დე ვერ­ძში გახ­დე­ბა და შე­ურთდე­ბა მარსს. ასე­თი ას­პექ­ტი მოგ­ვი­წო­დებს, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყოთ იმის მი­მართ, რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან. უფრო მოქ­მე­დე­ბის ჟინი გვექ­ნე­ბა, ვიდ­რე და­ფიქ­რე­ბის და გა­აზ­რე­ბის. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გე­ნი­ა­ლუ­რი იდეა და­ე­ბა­დოს, ზოგი კი მიხ­ვდეს, რისი გა­კე­თე­ბა სურს ცხოვ­რე­ბა­ში.

    მე­ო­რე ახალმთვა­რე­ო­ბას კირჩხი­ბის 29 გრა­დუს­ში ვე­ლო­დე­ბით 20 ივ­ლისს . გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს კირჩხი­ბის თე­მე­ბი, იმას, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლეთ. ეს კი­დევ ერთი შან­სია, რომ გა­მო­ვას­წო­როთ ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ხართ. თით­ქოს, გან­გე­ბა გან­გებ გაბ­რუ­ნებთ წარ­სულ­ში, რომ და­ას­რუ­ლოთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, დას­ვათ სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი. გირ­ჩევთ, აკუ­რა­ტუ­ლად და დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ და­ნა­პი­რე­ბი.

    მზის სამი და­პი­რის­პი­რე­ბა 14, 15 და 21 ივ­ლისს . 14-ში გვექ­ნე­ბა მზე-იუ­პი­ტე­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. მზე ეს არის მი­ზა­ნი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხოლო იუ­პი­ტე­რი - ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია, რა შე­იძ­ლე­ბა და რა - არა. იუ­პი­ტე­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს გა­და­ვა­ხა­რის­ხოთ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ მეტი მონ­დო­მე­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ან ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გავ­ლე­ნის მქო­ნე ორი მხა­რის შერ­კი­ნე­ბის მომსწრე­ნი გავ­ხდეთ, ან თა­ვად აღ­მოვ­ჩნდეთ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. ერთი დღის შემ­დეგ მზე-პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა გვექ­ნე­ბა. პლუ­ტო­ნი ეს არის ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. პლუ­ტო­ნი მოგ­ვი­წო­დებს, გა­აზ­რე­ბუ­ლად გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლის­გან, უსი­ცო­ცხლოს­გან, რათა მი­ვი­ღოთ ახა­ლი, რო­გორც წესი, ადა­მი­ა­ნი ასეთ ას­პექტს რთუ­ლად, და­ნა­კარ­გად, რთულ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ად აღიქ­ვამს, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან არ­სე­ბობს და ეს უნდა გვახ­სოვ­დეს. ხოლო 21-ში გვექ­ნე­ბა მზე სა­ტურ­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა. სა­ტურ­ნი გვი­ბიძ­გებს, კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ ჩვენს ქმე­დე­ბებ­ში, გეგ­მებ­ში; ვი­ყოთ ზო­მი­ე­რე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ რა გვინ­და. არ შეგ­ვე­შინ­დეს სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის. მყა­რად ვიდ­გეთ მი­წა­ზე და გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე და სიმ­ყა­რე.

    და­ბო­ლოს, 22 ივ­ლისს 12:36-ზე მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა.

    ბედ­ნი­ერ და ჰარ­მო­ნი­ულ ივ­ლისს გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    399 ნახვა
    11-07-2020, 01:31