X
GOGA.TV
13
როგორები იქნებიან 2020 წელს დაბადებული ბავშვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
  • როგორები იქნებიან 2020 წელს დაბადებული ბავშვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

    2020 წელს ვირთხის წელი იწყება, აღმოსავლურ ასტროლოგიურ კალენდარში ვირთხა 12-წლიანი ციკლის პირველი ნიშანია. მიჩნეულია რომ ამ წელს განსაკუთრებული ბავშვები იბადებიან. თუ ფეხძიმედ ხართ, თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორი ბავშვი მოევლინება ქვეყანას. ან თუ უკვე გყავთ 11 წლის შვილი, რომელიც მომდევნო წელს 12-ის გახდება, გაიგებთ როგორია ის.

    2020 წლის მმართველი ვირთხა გამჭრიახობითა და სიჯიუტით გამოირჩევა. თავის წელში დაბადებულ ბავშვს შემდეგი თვისებებით დააჯილდოებს:

    სიბეჯითე სწავლისადმი: ნიჭიერი ბავშვები დაიბადებიან. პატარა ასაკიდანვე დააინტერესებთ მუსიკა, ხელოვნება. ექნებათ ფენომენალური მეხსიერება, სხარტი
    გონება. შეეძლებათ რთულ სიტუაციაში არასტანდარტული გამოსავლის მოძიება.

    სიჯიუტე: წლის მთავარია სტიქია მეტალია. ამიტომ, თქვენი ბავშვი მყარ სიჯიუტეს გამოავლენს ხოლმე. მის მიმართ მშობლებს განსაკუთრებული მოთმინება და მიდგომა გმართებთ.

    სიფაქიზე: გულის სიღრმეში 2020 წელს დაბადებული ბავშვი მეტად ფაქიზია. რტულად იტანს კრიტიკას. უმნიშვნელო დასჯამაც კი შეიძლება მასში ისტერიკა გამოიწვიოს. ხშირად უნდა მოეფეროთ და შეაქოთ. თუ გსურთ, რომ სიბერეში მზრუნველობით აგავსოთ.

    დამოკიდებულება მშობლებთან: აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ვირთხის წელიწადში დაბადებული ბავშვი მშობლებისთვის ნამდვილი საჩუქარია. მის გვერდით ნუ შეგეშინდებათ სიბერის, ის უყურადღებოდ და მხარდაჭერის გარეშე არ მიგატოვებთ.

    ურთიერთობა: არ მოაკლოთ ურთიერთობა. მათ უყვართ ადამიანებთან კონტაქტი, რადგან პატარა ასაკიდანვე ინტელექტუალურად და მეტყველებით მეტად განვითარებულები არიან. ეცადეთ, პატარობიდანვე ჩართოთ სხვადასხვა ჯგუფსა და წრეში, რათა მოგვიანებით მისი ჯილდოებითა და თასებით იამაყოთ.
    თუ უკვე იცით, როდის ელოდებით პატარას, მისი მომავალი ზოდიაქის ნიშანიც გეცოდინებათ და გამოიცნობთ, როგორი იქნება თქვენი შვილი, როგორ უნდა მიუდგეთ.

    ვერძი
    21 მარტი - 20 აპრილი
    სხვა ბავშვებთან შედარებით სიჯიუტით გამოირჩევა. ზოგ შემთხვევაში მისთვის კარგიცაა, ზოგში - არა.

    ლიდერი და ჯიუტი ერთდროულადაა.
    ჩვილობიდან გამოავლენს თავის ხასიათს, მუდამ მოგთხოვთ ხელში აყვანას და გასაკუთრებულ ყურადღებას.
    მუდმივად უნდა შეაქოთ და გამოავლინოთ მის მიმართ სიყვარული.
    წამოზრდილი სწრაფად დაინტერესდება სიახლეებით და ასევე სწრაფად მობეზრდება ყველაფერი.

    კურო
    21 აპრილი - 21 მაისი
    არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ და ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი მის მიმართ.
    კრიტიკის გამო შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს.
    მუდამ სჭირდება მშობლის მოფერება და წახალისება.
    თუ კარგად მოექცევით, მასთან შეთანხმებასაც ადვილად მიაღწევთ.
    განვითარება სურთ მუსიკაში, თეატრალურ ხელოვნებასა და ხატვაში.

    ტყუპი
    22 მაისი - 21 ივნისი
    მათი დევიზია: ვიყოთ ყველაფერში პირველები.
    სხვა ბავშვებთან შედარებით ადრე დაიწყებს ლაპარაკს, სიარულს... მოგვიანებით დიპლომის დაცვას, ოლიმპიადების მოგებას.
    პატარობიდანვე მიაჩვიეთ დისციპლინას.
    უყვართ ბუნება და სუფთა ჰაერზე ყოფნა.
    ასწავლეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე არ შეასრულოს.

    კირჩხიბი

    22 ივნისი - 22 ივლისი
    მშვიდი და წყნარი ხასიათის ბავშვია, ორგანიზებული და წესრიგის მოყვარული.
    თუ მშობლის ყურადღება აკლია, საკუთარ თავში იკეტება.
    საქმე ურჩევნია მარტომ აკეთოს, ვიდრე კოლექტივთან ერთად.
    ხშირად შეაქეთ, მიეცით ახალი საქმისთვის იდეა. მიაჩვიეთ კომუნიკაბელურობას.

    ლომი
    23 ივლისი - 23 აგვისტო

    მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს და ხშირად უნდა შეაქოთ.
    ქედმაღალი რომ არ გაიზარდოს, ცოტა უნდა მოთოკოთ მისი სურვილი - ყველას მოსწონდეს.
    ზედმეტმა მზრუნველობამ შეიძლება ეგოისტ და უხეშ ადამიანად ჩამოყალიბოს.
    ასწავლეთ სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა. უყიდეთ შინაური ცხოველი, რომელსაც თვად აარჩევს.

    ქალწული
    24 აგვიტო - 22 სექტემბერი
    გონიერებით და ნიჭიერებით პატარობიდანვე გაგაოცებთ.
    სწრაფად გამონახავს საერთო ენას სხვა ბავშვებთან ბაღში, სკოლაში.
    ახალგაცნობილებთან ცოტა მორცხვი იქნება.
    უყვარს წესრიგი, არის ორგანიზებული. ზოტა მომჭირნეა და პატარობიდანვე ასწავლეთ სხვებისთვის ტკბილეულის, სათამაშოს გაყოფა-განაწილება.

    სასწორი
    23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
    არასდროს გაგაწამებთ ისტერიკითა და ჭირვეულობით, მშვიდი ხასიათის ბავშვია.
    მშობლებმა მის თანდასწრებით არც კი იკამთოთ, ძალიან მგრძნობიარეა. აქვს შემოქმედებისადმი მიდრეკილება.
    დაეხმარეთ, რომ ბავშვობიდანვე შეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

    მორიელი
    23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი
    ორივე სქესის ბავშვი მიდრეკილია კონფლიქტებისა და უსიამოვნებებისადმი. ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც კი ვერ ეგუება.
    დასახული მიზნისკენ ნებისმიერი მეთოდით მიიწევს: აფერისტობა, ტყუილი ან მანიპულაცია.
    პატარა ასაკიდანვე მოუნდება მშობლიური სახლიდან წასვლა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება.
    არავითარ შემთხვევაში არ მოსცოხოთ, ხუმრობითაც კი, აგრესიული გაიზრდება.

    მშვილდოსანი
    23 ნოემბერი - 21 დეკემბერი
    ენერგიით აღსავსეა. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გააჩერებთ. მას სჭირდება კამპანია საუბრის, თამაშისა ა.შ.
    უყვარს ასაკით თავისზე დიდებთან მეგობრობა.
    მისი უშრეტი ენერგია პატარაობიდანვე სწორი მიმართულებით მიმართეთ.
    ეზოში აქტიური გასართობი მოსწონს, ჩაწერეთ სპორტულ სექციაზე.
    ვერ იტანს ნოტაციებსა და დასჯას.

    თხის რქა
    22 დეკემბერი - 20 იანვარი
    თავისი ასაკის ბავშვებისგან ზედმეტი სერიოზულობით გამოირჩევა. სიფრთხილით ირჩევს მეგობრებს.
    კონსტრუქტორები და ფაზლი პატარობიდანვე მოუმარაგეთ.
    სკოლაში კარგი მოსწავლე იქნება, განსაკუთრებით, ტექნიკურ საგნებში.
    დაეხმარეთ მეგობრების გაჩენაში.

    მერწყული
    20 იანვარი - 20 თებერვალი
    აქტიური და კეთილია. ცუდი თვისებაც აქვს: უყურადღებოა და გულმავიწყი.
    მუდამ აქვს ახალი იდეები და მათი განხორციელება სურს.
    უჭირთ პროფესიის არჩევა.
    სკოლაშივე აღმოჩენთ, რომ ნიჭიერია.
    სიჯიუტით გამოირჩევა და სხვადასხვა მეთოდს უნდა მიმართოთ მასთან დასამეგობრებლად.

    თევზები
    21 იანვარი - 20 მარტი
    მეოცნებე და ფანტაზიორია. არ გატყუებთ, ალამაზებს ყველა ამბავს, სიტუაციას. გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს.
    სურს გამორჩეული იყოს ყველასგან, მაგრამ თავდაჯერებულობა აკლია.
    დაეხმარეთ, რომ სწორი თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს.
    მომავალში შეიძლება თქვენი შვილი ფანტასტიკული ფილმის ან რომანის ავტორი გახდეს ან გენიალური კომპოზიტორი.

    წყარო: marao.ge
    202 ნახვა
    11-07-2020, 23:42