X
GOGA.TV
13
როგორ შეიცვალნენ ზოდიაქოს ნიშნები ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2010-დან 2020-ის ჩათვლით
  • როგორ შეიცვალნენ ზოდიაქოს ნიშნები ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2010-დან 2020-ის ჩათვლით

    ეს ათი წელიწადი გრანდიოზულად დიდი ნახტომი აღმოჩნდა, არა? მოდით, გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიცვალნენ ზოდიაქოს ნიშნები ამ დროის განმავლობაში, რაში გახდი ძლიერი და პირიქით, რაში მოიკოჭლებ.

    ვერძი
    უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოიპოვე პატივისცემა და აიძულე გარშემომყოფები, შენი მოსაზრებისთვის მოესმინათ. ამასთანავე, ისწავლე ის, რომ აღარ გიწევს ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. მშვენიერ ფაზაში გადადიხარ, რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარება. თუკი გვერდზე ჯდომა გირჩევნია და კონფლიქტში ჩართვისგან თავს შეიკავებ, ეს დაბერებას არ ნიშნავს, შენ უბრალოდ ბრძენდები.


    კურო
    როგორც იქნა, სამყაროში შენი ადგილი
    იპოვე. მთელი შენი ენერგია ამ პერიოდის მანძილზე მიუძღვენი იმის გარკვევას, თუ რა გინდოდა საბოლოოდ. დადგა დრო, დაგროვებული სიბრძნე სხვებს გაუზიარო. შენი გუნდი შენზეა დამოკიდებული და ელოდება ინსპირაციას. ასე რომ, მოემზადე მათ სამოტივაციოდ.


    ტყუპები
    შენი კარიერა და ფინანსები, 2010-იანებიდან მოყოლებული, საკმაოდ მძიმე და წინაღობებით სავსე აღმოჩნდა. თუმცა კარგი ამბავი გვაქვს: 2020 მოგიტანთ სისუფთავისა და უბრალოების შეგრძნებას, თქვენი პროფესიული ცხოვრება კი უფრო გასაგები გახდება. ინვესტიციის პერიოდი უკვე გაიარე, რომელმაც ფინანსები არ მოგიტანა. მიიღე უამრავი სულელური ფინანსური რჩევა და ისწავლე, როგორ გაუმკლავდე სამსახურში პრობლემებს. ყველა ეს რთული გაკვეთილი დაგეხმარება ცხოვრებაში იმავე შეცდომებისთვის თავის არიდებაში.


    კირჩხიბი
    გეშინოდა პირად ცხოვრებაზე კონტროლის აღების, ეჭვიანობდი, ნერვიულობდი. მომავალი ათწლედი მოგცემს საშუალებას, მშვიდად იცხოვრო, მოდუნდე და ბოლომდე ისიამოვნო. შეწყვიტე საკუთარი გულის საუკეთესო მომენტებისთვის შენახვა, ვინაიდან ახლა უკვე ყოველი დღე საუკეთესო პერიოდია დადებითი ემოციების მისაღებად და სიყვარულისთვის.


    ლომი
    2010 წლიდან მოყოლებული, ყველას მოხიბვლას ცდილობდი იმისათვის, რომ შენი კუთვნილი მიგეღო. ეს შენი მეთოდია მიზნების მისაღწევად, რომელშიც ცუდი არაფერია ნამდვილად, თუმცა მომავალი 10 წელი შენ შენიშნავ ცვლილებებს. სიყვარული იქნება... სხვანაირი, ისეთი, როგორსაც არ ხარ მიჩვეული. თუკი შენი თავი თავისუფალ ჩიტად მიგაჩნია, შესაძლოა ვიღაცამ მოახერხოს შენი „დაბმა“ (იგულისხმება შეუღლება), ხოლო თუკი ქორწინებაში ხარ უკვე და გგონია, რომ ის არის ერთადერთი... მოკლედ, როგორც იტყვიან, „ვიცხოვრებთ და ვნახავთ“.


    ქალწული
    10 წლის განმავლობაში ყველაფერი გახსენი: საკუთარი გული, საფულე და სახლის კარი. ძალიან ბევრი რამე გამოიარე, საკმაოდ დიდი ჩავარდნაც იგემე. დადგა დრო, ისწავლო და დაიცვა საკუთარი საზღვრები, დაიცვა შენი ინტერესები და არ დაუთმო მტრებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებიან რეალური ადამიანები თუ საკუთარი შიშები.


    სასწორი
    ამ წლების განმავლობაში არაერთხელ აღმოჩნდი შეყვარებული, მაგრამ 2020 წელი დიდი ცვლილებით შემოიჭრება შენს გონებაში. ბევრ რამესა და ვინმეზე წარმოდგენას შეიცვლი, მათ შორის, პირად ურთიერთობებშიც. თავიდან ფეხებამდე სიყვარულის მორევში გადაეშვები წელს. ახლა სწორედ ის ადამიანი გყავს გვერდით და დანამდვილებით გიყვარს, ვინც გვერდს გიმშვენებს და არა უბრალოდ ზოგადად სიყვარულის იდეა გხიბლავს.


    მორიელი
    შენი მიზანია კენწეროსკენ სწრაფვა... ეს რეალურად დაგეხმარა ბევრ რამეში, მაგრამ 2020-ში ოდნავ შეიცვლება პრიორიტეტები. შენ უფრო მეტად დაეხმარები წელს სხვებს წარმატების მიღწევაში. ეს მართებულიც არის - მეფე/დედოფალი ყოველთვის ზრუნავს საკუთარ ხალხზე, არა?


    მშვილდოსანი
    მომდევნო ათი წელი მოიმკი, რაც დათესე. ეს ყველაფერი იმედის მომცემად ან პირიქით, შემაშფოთებლად ჟღერს - რაც შენ თვითონვე უნდა გააანალიზო. შეგვიძლია გითხრათ, რომ შენი ურთიერთობები ადამიანებთან მომდევნო ათი წელი ამერიკულ მთებს დაემსგავსება.


    თხის რქა
    ათი წლის განმავლობაში ელექტროსადგური გახდი ფაქტობრივად. ის შრომა, რომელიც გადალახე 2020-დან, ახალ საფეხურზე აგიყვანს. თუმცა ცოტა მოდუნდები და მომდევნო ათი წელი დაუთმობ სახლის და არა იმპერიის შენებას.


    მერწყული
    გამოტყდი: შენი შემოქმედებითი საწყისის დანიშნულებას ეძებდი ეს წლები, ბევრს ვარჯიშობდი, ეძებდი ვარიანტებს, ირგებდი სხვადასხვა როლს? ახლა დადგა შენი ბრწყინვალების დრო. შენ სცენაზე ხარ, დარბაზი ელოდება შენ გამოსვლას. თუ როგორი იქნება შენი შოუ, ეს თავად უნდა გადაწყვიტო.


    თევზები
    2010-იანი წლების პირველი ნახევარი საკუთარი თავის ძიებაში გაატარე. ცდილობდი გაგერკვია, რა მოგწონს სინამდვილეში და რისკენ მიიწევ. მომდევნო ათწლედი არ იქნება მარტივი, ძველი ჭრილობები თავს იჩენს და ბევრ რამეში შეგაყოვნებს. მეორე მხრიდან, ემოციური დეტოქსი წაგადგება. ისწავლი საკუთარი თავის კონტროლს როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.


    წყარო: marao.ge
    228 ნახვა
    11-07-2020, 23:45