X
GOGA.TV
13
13-19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი კვირა გელით
  • 13-19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი კვირა გელით

    კარგი კვირაა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, სახლის დასალაგებლად ფა ძველი ნივთებისა და ურთიერთობებისგან გასათავისუფლებლად. არ აიღოთ ვალები და არ დაიწყოთ ხანგრძლივვადიან პროექტებზე მუშაობა. კვირის დასაწყისში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. წყვილები მოერიდეთ პარტნიორთან დაპირისპირებას, ეჭვიანობას. ასაკში მყოფები გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

    13 ივლისი - დაძაბული დღეა. დაკვირვებული და სერიოზული უნდა იყოთ. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან დალაპარაკება. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან მუშაობისას.
    14 ივლისი - მოერიდეთ დაუფიქრებელი, იმპულსური ნაბიჯების გადადგმას. ზოგიერთი არაორდინარულ ინფორმაციას მიიღებს.
    15 ივლისი - დაძაბული დღეა. მეტი დრო
    დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
    16 ივლისი - აქტიურობის, შეხვედრებისა და კონტაქტების დღეა. ბევრი უნდა გააკეთოთ და მოასწროთ. დანიშნეთ შეხვედრები, მოლაპარაკებები.
    17 ივლისი - მოდუნების დღეა. არ დაკარგოთ დრო არაფრისმომცემ საუბრებზე. მოერიდეთ დაბნეულობას. იყავით დაკვირვებული. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
    18 ივლისი - უკურსო მთვარე იქნება საღამომდე. ამიტომ მნიშვნელოვანს ნურც ნურაფერს დაგეგმავთ და ნურც ნურაფერს გააკეთებთ. ისეთი საქმეები შეასრულეთ, სადაც სერიოზულ შედეგებს არ ელოდებით. იყავით ფრთხილად წყალთან, ალკოჰოლთან, წამლებთან. 18:25-ის მერე დაუთმეთ დრო ოჯახს, საოჯახო საქმეებს.
    19 ივლისი - ოჯახური საქმეების კვირაა. დაალაგეთ სახლი, გამოათავისუფლეთ ძველი და უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მომატებულია რისკების ალბათობა. მოერიდეთ კონფლიქტებს. საღამოს დაისვენეთ, სასიამოვნო ფილმს უყურეთ ან ბუნებაში გაისეირნეთ.

    13-19 ივლისის სილამაზის კალენდარი
    ამ პერიოდში მთვარე კლებადია, აქტიურობა იკლებს, ადამიანებს მეტად უნდებათ დასვენება და ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. მიიღეთ მაგნიუმითა და კალიუმით მდიდარი საკვები. აკონტროლეთ არტერიული წნევა. მთვარის კლებად პერიოდში კარგია დიეტის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, ეპილაცია. ამ კვირაში შეჭრილი თმა დიდი ხნით შეინარჩუნებს ფორმას.
    13 ივლისი - 21:35-მდე მთვარე ვერძის ზოდიაქოშია. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს. განსაკუთრებით მოერიდეთ მზის დაკვრას.
    კარგია - თმის ნიღბის გაკეთება, თავის მასაჟი, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციების სახეზე და სილამაზის ნემსების გაკეთება, ყურების გახვრეტა და კბილების გეგმიური მკურნალობა.
    13 ივლისი - 21:35-დან მთვარე კუროს ზოდიაქოშია. კარგი პერიოდია საყიდლებისთვის, კოსმეტოლოგთან ჩასაწერად; თავის, ტანისა და სახის კანის გამოკვება; ემოციური ფონის გასაუმჯობესებლად გემრიელობების ჭამა. კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა. შეგიძლიათ ლიპოსაქცია გაიკეთოთ. ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაციებას ან გადატვირთვას (თუნდაც ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
    16 ივლისი - 9:20-დან მთვარე ტყუპის ზოდიაქოშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია. გაიკეთეთ მსუბუქი მაკიაჟი.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
    18 ივლისი - 18:25-დან მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება. კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.

    ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ქალბატონი ნიშნებისთვის

    ვერძი
    გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და ერთხელ ისინიც დაგეხმარებიან. აკონტროლეთ ქცევები, საუბრის მანერა, წინადადებები, რასაც ამ კვირაში მიიღებთ. შეიძლება ფული სხვა წყაროდანაც მიიღოთ. მოერიდეთ აზარტს და დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა შეგაგულიანებთ, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე და პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. ზოგიერთმა შეიძლება გათხოვება ან ბავშვის დაბადება გადაწყვიტოს.

    კურო
    ისეთი სამსახური მოძებნეთ, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. სასურველია, დრო ისე გადაანაწილოთ, რომ ოჯახისა და შვილებისთვისაც მოიცალოთ. თუ მეუღლე ცდილობს, მცირედით მაინც, გაგაბედნიეროთ, ნუ დასცინებთ, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით. სასურველია, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებაზე დაფიქრდეთ. ზოგიერთმა შეიძლება მეუღლეში ახალი თვისებები აღმოაჩინოს.

    ტყუპი
    მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. შეიძლება სახლიდან მუშაობა მეტად პრაქტიკული იყოს თქვენთვის. კარგად წარიმართება სახლთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. გამონახეთ დრო, რომ მცირედით მაინც გაანებივროთ საყვარელი ადამიანი.

    კირჩხიბი
    რომანტიკული და მეგობრული შეხვედრებით დატვირთული კვირა დაგიდგათ. საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. ზოგიერთი ნანატრ საჩუქარს მიიღებს. კარგი კვირაა დაწყებული რემონტის დასასრულებლად. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოს.

    ლომი
    შეიძლება იმედი გაგიცრუოთ რაღაც საქმემ ან ადამიანმა, რომლის იმედიც გქონდათ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ნათესავებთან. დახმარებისთვის მიმართეთ მხოლოდ ერთგულ მეგობრებს. შეიძლება დაქორწინებულთან მოგინდეთ რომანის დაწყება ან ყოფილთან შერიგება.

    ქალწული
    დიპლომატიურად მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. სტრესულ სიტუაციაშიც კი უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და "ცივი გონებით" უნდა იმოქმედოთ. გაფრთხილდით, ემოციებმა არ შეგიშალოთ ხელი სასურველის მიღწევაში. მოერიდეთ ცბიერ ადამიანებს. მიმოწერისას იყავით დაკვირვებული.

    სასწორი
    შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით დატვირთული კვირა გელით. კარგია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და წერტილი დასვათ არაფრისმომცემ ურთიერთობაში. აკონტროლეთ ფინანსები, ნუ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გათვლილი გქონდათ. გაფრთხილდით, თუ თქვენი მეწყვილე ქალწული, თხის რქა ან კუროა.

    მორიელი
    მთელი კვირის განმავლობაში ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ვიღაც ძალით გითრევთ თავის უსიამოვნებებში ან თქვენ გეკისრებათ მათი მოგვარების ვალდებულება. მოერიდეთ უსიამოვნო ფიქრების აყოლას. სირთულეები კიდევ უფრო გაგაძლიერებთ. ახალგაცნობილი შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორადაც თავს გაჩვენებდათ. მოერიდეთ მეუღლის გრძნობებით მანიპულირებას.

    მშვილდოსანი
    მოიცილეთ ყველა ის დარდი და წყენა, რაც დაგიგროვდათ. იყავით მეტად მხიარული და ეცადეთ, პოზიტიურ ადამიანებთან გქონდეთ შეხება. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით გეკრძალებათ ფინანსებთან დაკავშირებით შეცდომების დაშვება. საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, სხვა ქალაქში მოგიწევთ გამგზავრება.

    თხის რქა
    მოულოდნელობებმა შეიძლება დაწყობილი გეგმები შეგიცვალოთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, ოჯახს, პირად ემოციურ მოვლენებს. არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული მიმოწერა გააბას უცხოეთში მცხოვრებ მამაკაცთან. იყავით ძლიერი და ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ვიღაცის გამო.

    მერწყული
    პოზიტიური მოვლენებით დატვირთული კვირა გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ ააჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. დაკვირვებით წარმართეთ მოლაპარაკებები და ყურადღებას ნუ მოაკლებთ დოკუმენტებზე მუშაობას. ზოგიერთი გააცნობიერებს, რომ უკან მოიტოვა ცხოვრების რთული პერიოდი, ცხოვრების დრამა.

    თევზები
    გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან და მეგობრებთან. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოს ან უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტოს. სამსახურის საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით და უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებასაც შეძლებთ. სასიამოვნო ამბებს მიიღებთ მეგობრებისგან. გაფრთხილდით და რეალისტურად შეაფასეთ თქვენი რომანტიკული თავგადასავლები, თავად რომ არ დარჩეთ იმედგაცრუებული.

    წყარო: marao.ge
    201 ნახვა
    14-07-2020, 00:57