X
GOGA.TV
13
გიყვართ ჯინსები? გაიგეთ როგორი სტილის ჯინსი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • გიყვართ ჯინსები? გაიგეთ როგორი სტილის ჯინსი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ას­ტრო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა, მათ შო­რი­საა ჯან­მრთე­ლო­ბის, ფი­ნან­სუ­რი და ქვეყ­ნე­ბის (მუნ­და­ნუ­რი) ას­ტრო­ლო­გია. თუმ­ცა არის კი­დევ ერთი, შე­და­რე­ბით ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის მო­დურ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­სა და გე­მოვ­ნე­ბას იკ­ვლევს. ევ­რო­პა­ში ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ე.წ. Fashion Astrology ეწო­დე­ბა და წამ­ყვა­ნი, მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით ამა თუ იმ სე­ზონ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­სათ­ვლე­ლად. ამ­ჯე­რად, ზუს­ტად ამ სპე­ცი­ფი­კურ გან­ხრას გვინ­და შე­ვე­ხოთ ჩვენც და იმის შე­სა­ხებ მო­გი­თხროთ, თუ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალს რო­გო­რი ტი­პის ჯინ­სის ტა­რე­ბას ურ­ჩე­ვენ ას­ტრო­ლო­გე­ბი...

    ასე მა­გა­ლი­თად, ვერ­ძის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მი­მართ გა­აჩ­ნი­ათ მიდ­რე­კი­ლე­ბა, მათი სტი­ლია ე.წ. "ბო­იფ­რენდ" ჯინ­სი, თა­მა­მი ნა­ხე­ვე­ბით.

    კუ­როს სხე­უ­ლის სავ­სე ფორ­მე­ბით გა­მო­არ­ჩევთ, მათ უმე­ტე­სო­ბას ასე­ვე ლა­მა­ზი ფორ­მის მკერ­დი აქვს, ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი კუ­როს ურ­ჩე­ვენ მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი ჯინ­სი ატა­როს, კლა­სი­კუ­რი მელ­ნის­ფე­რი.

    ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ცვა­ლე­ბა­დი და ბავ­შვუ­რია, მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩევ­ნად ას­ტრო­ლო­გებს ფე­რა­დი ჯინ­სი მი­აჩ­ნი­ათ. ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად ასა­ხავს ტყუ­პის ცვა­ლე­ბა­დო­ბას.

    კირჩხი­ბის ნი­შა­ნი ქა­ლუ­რი და იდუ­მა­ლია. მათ­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ე.წ. "ჯინ­სი კაბა-შარ­ვა­ლის" ან "შლაქ­სის" ფორ­მის ჯინ­სებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას.

    ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ქა­ლებს ყვე­ლა­ფერ­ში პომ­პე­ზუ­რო­ბა უყ­ვართ. მათ­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სად თვლე­ბით ან ტყა­ვის ელე­მენ­ტე­ბით გა­წყო­ბილ ჯინსს მი­იჩ­ნე­ვენ.

    ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს სხვე­ბის­გან სი­სა­და­ვე და მი­ნი­მა­ლიზ­მის სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­არ­ჩევს. ამი­ტომ ჯინ­სიც ქალ­წულ­მა კლა­სი­კუ­რი ფორ­მის, სწო­რი და ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი ელე­მენ­ტე­ბის გა­რე­შე უნდა ატა­როს.

    სას­წო­რის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი სა­ოც­რად ქა­ლუ­რე­ბი და მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი არი­ან. მათ­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ე.წ."დაპ­რინ­ტულ" ჯინსს მი­იჩ­ნე­ვენ იდე­ა­ლუ­რად.

    რაც შე­ე­ხე­ბა ქალ მო­რი­ელს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სა­მოს­ში აფ­რქვევს სექ­სუ­ა­ლურ ენერ­გე­ტი­კას, ას­ტრო­ლო­გე­ბი "მა­მა­კა­ცუ­რი სტი­ლის" ჯინ­სის ტა­რე­ბას ურ­ჩე­ვენ. ამი­ტომ მო­რი­ელს თა­მა­მად შე­უძ­ლია უბო­დი­შოდ მი­ი­სა­კუთ­როს კი­დეც პარტნი­ო­რის სა­მო­სი.

    მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა მოს­წონს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის იდე­ა­ლუ­რი ჯინ­სი ე.წ. "სქი­ნი" ანუ ვიწ­რო ფორ­მის ჯინ­სი იქ­ნე­ბა.

    რაც შე­ე­ხე­ბა თხის რქას, იგი კლა­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი ნი­შა­ნია და ხში­რად სუ­ლაც არ სწყა­ლობს ჯინ­სის შარ­ვლებს. თუმ­ცა მა­ინ­ცდა­მა­ინც თხის რქის­თვის მი­სა­ღე­ბი შავი ან მუქი მელ­ნის­ფე­რი ჯინ­სი იქ­ნე­ბა.

    მერ­წყუ­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნი­შა­ნია, მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ჯინ­სია მი­სა­ღე­ბი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­ფორ­მებს ნა­ქარ­გე­ბით ან ლა­მა­ზი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით თვლე­ბის­გან.

    და­ბო­ლოს, თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ნაზი და ჰა­ე­რო­ვა­ნია, მის­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ე.წ. "მო­თეთ­რო-მო­ცის­ფრო" ფე­რის ჯინ­სებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას; "მო­ხარ­შუ­ლის" ეფექ­ტით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    184 ნახვა
    14-07-2020, 01:07