X
GOGA.TV
13
  • ხმაურიან საპარლამენტო სხდომას წინ ბიუროზე მომხდარი დაპირისპირება უძღვოდა

    ხმაურიან საპარლამენტო სხდომას წინ ბიუროზე მომხდარი დაპირისპირება უძღვოდა, სადაც ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. "ევროპულმა საქართველომ" ბაჩანა შენგელიას პოლიტიკური დევნის თემაზე, პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დააკისრა. მათ მინისტრის პარლამენტში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის გაჟღერებას სერგი კაპანაძესა და არჩილ თალაკვაძეს შორის დებატები მოჰყვა.

    ქალბატონი თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდის ყველა ჩვენი თანამოქალაქე, დახლოებით ნახევარი მილიონი ლარი აუნაზღაურა ბიუჯეტიდან, ჩვენი ფულიდან იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ გაათავისუფლა სასამართლოდან, ამაზე არავის რეაქცია არ მიუცია - თქვა სერგი კაპანაძემ.

    დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანს კანონი ფეხებზე ჰკიდია და ბაჩანა შენგელიასთან მიმართებაში მე-12 დღეა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. ბიუროს სხდომაზე კამათი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ რომან გოცირიძესა და არჩილ თალაკვაძეს შორისაც. გოცირიძემ უმრავლესობას შესთავაზა, რომ მათი "დიდსულოვანი" ინიციატივა - საარჩევნო უბანთან არცერთი პარტია არ იყოს 25 მეტრის რადიუსში, საკანონმდებლო ცვლილებებში შეიტანონ.

    თქვენ არ იყავით, რომ ეს ინიციატივა კანონში არ შეიტანეთ, ამიტომ მე გთავაზობთ, რომ დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების დროს თქვენი დიდსულოვანი ინიციატივა კანონში შევიტანოთ. მემორანდუმს შეასრულებთმ როცა კანონებს არ ასრულებთ?! - თქვა რომან გოცირიძემ.

    დეპუტატის ამ ფრაზას სხდომაზე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან.

    სანამ ჩვენ დაგეხმარებით სჯობს პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოით ის დარღვევები, რაც სახელმწიფოს გადასახდელია - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

    შეგახენებთ, რომ ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო, იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობის წარმოების უფლება შეუჩერა და შენგელიას მიერ სასამართლოსი ამ საქმის გასაჩივრებისა და დადებითი ვერდიქტის მიუხედავად, დღემდე არ უბრუნებს წვდომას სხვადასხვა ელექტრონულ საშუალებებთან, რომლებიც ნოტარიუსის საქმიანობის გაგრძელებისთვისაა საჭირო.
    156 ნახვა
    14-07-2020, 08:49