X
GOGA.TV
13
გაქვთ თუ არა კრიმინალური მიდრეკილებები, ჰოროსკოპის მიხედვით და რომელია ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშანი?
  • გაქვთ თუ არა კრიმინალური მიდრეკილებები, ჰოროსკოპის მიხედვით და რომელია ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშანი?

    რო­გორ გგო­ნი­ათ, სი­სას­ტი­კი­სა და დიქ­ტა­ტუ­რის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ხა­სი­ა­თის თან­და­ყო­ლი­ლი თვი­სე­ბაა, თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი? ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­შია ჩა­დე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი კარ­მუ­ლი კოდი. თუმ­ცა, რო­მელ მათ­განს გან­ვა­ვი­თა­რებთ სა­კუ­თარ თავ­ში ამას იმ ოჯა­ხურ გა­რე­მოს­თან ერ­თად, სა­დაც გა­ვი­ზარ­დეთ და თა­ვად ჩვე­ნი­ვე სწრაფ­ვაც გა­ნა­პი­რო­ბებს სა­კუ­თა­რი თა­ვის სრულ­ყო­ფის­კენ.

    ზო­დი­ა­ქოს ესა თუ ის ნი­შა­ნი, კონ­კრე­ტუ­ლი პლა­ნე­ტით იმარ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვებს, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი, იმის და­სად­გე­ნად თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­აჩ­ნია მეტი მიდ­რე­კი­ლე­ბა სი­სას­ტი­კის­კენ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი გა­აჩ­ნია ას­ტრო­ლი­გი­უ­რად. ეს, რა თქმა უნდა, ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კაა, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა გა­ვეც­ნოთ მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­აჩ­ნია მეტი შან­სი გან­ვი­თარ­დეს ნე­გა­ტი­უ­რად და დეგ­რა­დირ­დეს.

    რო­გორც გა­ირ­კვა, გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­რე­კი­ლე­ბას დიქ­ტა­ტუ­რი­სა და ტე­რო­რის­კენ ამ­ჟღავ­ნე­ბენ შემ­დე­გი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი: ლომი 98%, ვერ­ძი 90%, მშვილ­დო­სა­ნი 88% და ტყუ­პი 78% - ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ხში­რად ვხვდე­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ბო­სებს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბის მე­თა­უ­რებს და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნებს.

    საკ­მა­ოდ ხში­რად არი­ან და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლურ და სხვა ტი­პის ძა­ლა­დო­ბა­ში შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბი - კურო 98%, კირჩხი­ბი 91%, სას­წო­რი 89%, და მერ­წყუ­ლი 82% . ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ვხვდე­ბით სო­ცი­ო­პა­თებს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მენ­ტა­ლუ­რი გა­დახ­რის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებს.

    და­ბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­სას­ტი­კით გა­მორ­ჩე­ულ ნიშ­ნებს შო­რის მოხ­ვდნენ ქალ­წუ­ლე­ბი 98%, თხის რქე­ბი 95%, თევ­ზე­ბი 90% და მო­რი­ე­ლე­ბი 88% . მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­შად ას­ტრო­ლო­გე­ბი ქალ­წულს ასა­ხე­ლე­ბენ. ეს ნი­შა­ნი გა­სა­ო­ცა­რი მე­თო­დუ­რო­ბით, ცივი გო­ნე­ბი­თა და კვა­ლის იდე­ა­ლუ­რად და­ფარ­ვის ნი­ჭი­თაა ცნო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­წუ­ლის და უკვე შემ­დგომ მო­რი­ე­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ხში­რად ხდე­ბა თავ­სა­ტე­ხი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის და ხში­რად, გა­უხ­სნე­ლიც კი რჩე­ბა იგი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    216 ნახვა
    15-07-2020, 00:20