X
GOGA.TV
13
"სწერვები" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • "სწერვები" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას მი­აჩ­ნია, რომ გა­ა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა უსექ­სო­ბა ან უკა­ცო­ბაა, თუმ­ცა საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვად გახ­ლავთ, ძვირ­ფა­სო მა­მა­კა­ცე­ბო. ქა­ლე­ბის გა­ა­ვე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად მათ ბავ­შვო­ბა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, რომ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაც დედ-მა­მას­თან არ­ცთუ "ტკბი­ლი" ურ­თი­ერ­თო­ბაა. შე­საძ­ლოა თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში არ­სე­ბულ რო­მე­ლი­მე "მა­წა­კას" საკ­მა­ოდ ადრე მო­უხ­და ცხოვ­რე­ბის გზის თა­ვი­სი ძა­ლე­ბით გა­კაფ­ვა, ან შე­საძ­ლოა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აწუ­ხებ­და უფრო დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი. მოკ­ლედ, დღეს თემა "მა­წა­კებს" ეძღვნე­ბა და ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით, რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ე.წ. "სწერ­ვის" სა­ხე­ლით მო­ნათ­ლულ სუს­ტი სქე­სის ძლი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

    ჰა­ე­რის ნიშ­ნის მა­წა­კე­ბი - ტყუ­პი, სას­წო­რი, მერ­წყუ­ლი

    ტყუ­პი - გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ არაფ­რად აგ­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს. ავ­ტო­რი­ტე­ტებს აგ­დე­ბუ­ლად ექ­ცე­ვა.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქე მწა­რე რეპ­ლი­კე­ბით მწყობ­რი­დან უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოთ, რად­გან სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტშია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უნ­დო­ბე­ლი. მთა­ვა­რია, თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის თან­დას­წრე­ბით გიყ­ვი­როთ, რომ­ლის წარ­თმე­ვა­საც გი­პი­რებ­დათ.

    თუ ის თქვე­ნი უფ­რო­სია - და­პი­რის­პი­რე­ბა იუ­მორ­ში გა­ა­ტა­რეთ. არა შე­გამ­ჩნი­ოთ, რომ გე­ში­ნი­ათ მისი, თო­რემ თავ­ზე წა­მო­გაჯ­დე­ბათ.

    სას­წორს - არ ეში­ნია კონ­კუ­რენ­ცი­ის, რად­გან გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვის დი­დოს­ტა­ტია.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქეს არ და­ა­ნახ­ვოთ ემო­ცი­ე­ბი. თუმ­ცა, მი­ახ­ვედ­რეთ, რომ აბუ­ჩად იგ­დებთ მის სწრაფ­ვას თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­ან­გრი­ოს.

    უფ­რო­სის გულს კომ­პლი­მენ­ტე­ბი­სა და სა­ჩუქ­რე­ბის გა­რე­შე ვერ მო­ი­გებთ. ამას­თა­ნა­ვე, მო­უ­ყე­ვით თქვე­ნი "უბე­დუ­რი ყო­ფის" შე­სა­ხებ. მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ამ­ძი­მეთ სი­ტუ­ა­ცია. მთა­ვა­რია, ტყუ­ილ­ში არ გა­მო­გი­ჭი­როთ.

    მერ­წყუ­ლი - იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და უშ­რე­ტი ენერ­გი­ის მფლო­ბე­ლია, რომ მისი მე­ტო­ქე­ო­ბის არ უნდა გე­ში­ნო­დეთ, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბო­ბენ...

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: ვერ იტანს ღია ბრძო­ლას და უხე­შო­ბას. არ უყ­ვარს სკან­და­ლე­ბი და თუ მისი გზი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეთ, ამ რჩე­ვით ისარ­გებ­ლეთ.

    უფ­რო­სის ყუ­რა­დღე­ბა რომ და­იმ­სა­ხუ­როთ, სა­მო­სი და მა­ნე­რე­ბი იდე­ა­ლუ­რი უნდა გქონ­დეთ. მე­ტყვე­ლე­ბა – მკა­ფიო და თავ­და­ჭე­რი.


    მი­წის ნიშ­ნე­ბი - კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა

    კურო - შემგრო­ვე­ბე­ლი, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს რას შე­აგ­რო­ვებს: ნა­ხა­ტებს, წიგ­ნე­ბა, ფულს, მა­მა­კა­ცებს... მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია – იცხოვ­როს ფუ­ფუ­ნე­ბით და კომ­ფორ­ტუ­ლად.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქეს მა­გი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბით თუ გა­უმკლავ­დე­ბით. ეწ­ვი­ეთ ჯა­დო­ქარს და პირ­ვე­ლი­ვე სე­ან­სის შემ­დეგ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბი­დან ან პრო­ფე­სი­უ­ლი სფე­რო­დან "გა­აქ­რეთ".

    უფ­როსს დი­თირ­ამ­ბე­ბი უნდა უმ­ღე­როთ, აღ­ფრთო­ვან­დით მისი მიღ­წე­ვე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით. შე­უ­ქეთ შვი­ლე­ბი და შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მოდ მო­ი­გოთ მისი გული.

    ქალ­წუ­ლი - კერ­კე­ტი კა­კა­ლია და ამას­თან, შხა­მი­ა­ნი ენა აქვს.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: თქვე­ნი მე­ტო­ქე საკ­მა­ოდ ხელ­მომ­ჭირ­ნე ადა­მი­ა­ნია. გარ­და ამი­სა, სი­ლა­მა­ზის, მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმის უნა­რი არ გა­აჩ­ნია, არა­პო­ე­ტუ­რი ნა­ტუ­რაა. სწო­რედ ეს თვი­სე­ბე­ბით შეძ­ლებთ მის და­მარ­ცხე­ბას.

    უფ­რო­სის გუ­ლის მო­სა­გე­ბად ყვე­ლა და­კის­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ვა­და­ზე ადრე, სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩა­ა­ბა­რეთ. არას­დროს მო­უყ­ვეთ თქვე­ნი ში­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი. მისი სა­ო­ჯა­ხო ამ­ბე­ბი კი გულ­დას­მით მო­ის­მი­ნეთ.

    თხის რქა - ნამ­დვი­ლი "ტერ­მი­ნა­ტო­რია კა­ბა­ში". სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­თან მა­მა­კა­ცე­ბი დიდ­ხანს ვერ ძლე­ბენ.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქე­სი ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ. იგი თა­ვად ისე მო­ა­ბეზ­რებს თქვენ სატ­რფოს, რომ თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბას ვერ მო­ას­წრებთ, უკან და­გიბ­რუნ­დე­ბათ.

    უფ­რო­სი მხი­ა­რუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბით გა­არ­თეთ; გა­უ­ზი­ა­რეთ აზრი წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბის, ნა­ნა­ხი ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ და ცოტა ხან­ში სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გახ­დე­ბით.

    წყლის ნიშ­ნე­ბი - კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი

    მინ­და, თა­ვი­დან­ვე გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ამ ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ქა­ლე­ბი იბა­დე­ბი­ან, – რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი და სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი. მათი ია­რა­ღი ფა­რუ­ლი ერო­ტი­კუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბაა.

    კირჩხი­ბი - სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი, მიმ­ნდო­ბი გო­გო­ნა-ბე­ბი­აა, რომ­ლის გაბ­რა­ზე­ბა­საც სა­კუ­თარ თავს ვერ აპა­ტი­ებთ. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, უკან არა­ფერ­ზე და­ი­ხევს.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქეს უჭირს ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და სწრა­ფი პა­სუ­ხის გა­ცე­მა (დიდ­ხანს უნდა იფიქ­როს, გა­ი­აზ­როს). ამი­ტომ, ხში­რად აი­ყო­ლი­ეთ დის­კუ­სი­ა­სა და კა­მათ­ში.

    უფ­რო­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­თო­დი არ არ­სე­ბობს. უნდა გა­ე­ცა­ლოთ.

    სექ­სუ­ა­ლუ­რი და ჭკვი­ა­ნი მო­რი­ე­ლი ნაკ­ლე­ბად რო­მან­ტი­კუ­ლი არ­სე­ბა და საკ­მა­ოდ ხელ­მომ­ჭირ­ნეა და არც მა­მა­კა­ცის ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბა­ზე იტყვის უარს.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მა­მა­კა­ცის თან­დას­წრე­ბით ფარ­და ახა­დეთ მე­ტო­ქეს "სი­ძუნ­წეს". თა­ნაც არც იმის თქმა და­გა­ვი­წყდეთ, რომ მა­მა­კაცს სქე­ლი ჯი­ბით აფა­სებს.

    უფ­როსს უნდა ეპირ­ფე­როთ. მისი კე­თილ­გან­წყო­ბა უნდა მო­ი­პო­ვოთ. ბრძა­ნე­ბე­ბი უსი­ტყვოდ შე­უს­რუ­ლოთ.

    თევ­ზის ძლი­ე­რი მხა­რე: მგრძნო­ბი­ა­რეა, ჭკვი­ა­ნი და თა­ნაც, ადა­მი­ა­ნის ჰი­პო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლია. სუს­ტი მხა­რე: არაპ­რაქ­ტი­კუ­ლია და ად­ვი­ლად უყ­ვარ­დე­ბა.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქეს სუს­ტი მხა­რე­ე­ბი მისი სა­მიზ­ნე მა­მა­კა­ცის თან­დას­წრე­ბით გა­ნი­ხი­ლეთ ისე, რომ ამ უკა­ნას­კნელს მისი და­ნახ­ვაც აღარ უნ­დო­დეს.

    უფ­როს­თან კო­რექ­ტუ­ლად იმოქ­მე­დეთ. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ზრდი­ლო­ბა, არ და­ა­ნახ­ვოთ თქვე­ნი უარ­ყო­ფით მხა­რე­ე­ბი. თუმ­ცა, მა­ლე­ვე მო­ბეზ­რდე­ბა თქვენ­თან ბრძო­ლა და შე­გეშ­ვე­ბათ.

    ცე­ცხლის ნიშ­ნე­ბი - ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი

    ვერ­ძი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნით. მოს­წონს, როცა ქვე­შევ­რდო­მებს ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სი­ვით ექ­ცე­ვა.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქეს არ გა­და­უ­შა­ლოთ გული, ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე სარ­კას­ტუ­ლად მი­უ­თი­თეთ.

    უფ­როსს მოს­წონს, როცა ეპირ­ფე­რე­ბი­ან. კომ­პლი­მენ­ტე­ბით შე­ამ­კეთ. შე­უ­ქეთ თვა­ლე­ბი, სა­მო­სი, მა­ნე­რე­ბი, ოღონდ ფრთხი­ლად, არ გა­ამ­ლა­შოთ!

    ლომს გარ­შე­მო სუს­ტი და სუ­ლე­ლი ხალ­ხი უნდა ჰყავ­დეს, რომ მათ ფონ­ზე იბრწყი­ნოს. გულ­ზე სკდე­ბა, როცა სხვა მას­ზე მეტ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქე მუდ­მი­ვად გა­მო­იწ­ვი­ეთ დუ­ელ­ზე. ეცა­დეთ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის თვალ­წინ მის­ცეთ შე­ნიშ­ვნა.

    უფ­როსს ხში­რად გა­უ­წეთ დახ­მა­რე­ბა. არ ეკა­მა­თოთ და არ მი­უ­თი­თოთ შეც­დო­მებ­ზე. მთა­ვა­რია, მას­ზე ჭკვი­ა­ნად არ მო­აჩ­ვე­ნოთ თავი.

    მშვილ­დო­სანს შე­უძ­ლია თავი მიმ­ტე­ვებ­ლად, გუ­ლი­თად და უკომ­პლექ­სო ქა­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რი­თაც იმორ­ჩი­ლებს მი­ა­მიტ მა­მა­კაცს.

    ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი: მე­ტო­ქის და­მარ­ცხე­ბას მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ცოდ­ნით შეძ­ლებთ.

    უფ­რო­სი უნდა გა­ა­ო­ცოთ, ისე, რომ პირ­და­ღე­ბუ­ლი გის­მენ­დეთ, მაგ­რამ არ უნდა იგ­რძნოს, რომ მას­ზე ჭკვი­ა­ნი ხართ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    184 ნახვა
    15-07-2020, 00:23