X
GOGA.TV
13
  • ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი გაანთავისუფლეს

    ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
    133 ნახვა
    15-07-2020, 09:00