X
GOGA.TV
ოკუპანტების მიერ გატაცებულები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან
  • ოკუპანტების მიერ გატაცებულები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან

    ოკუპანტების მიერ 5 დღის წინ დაჭრილი მამაკაცი და ორი კვირის წინ გატაცებული კიდევ ერთი ქართველი ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან. ამ დრომდე უცნობია, როდის მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება ტყვეების დაბრუნებას.

    გატაცებულები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან.

    ბათუმში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც დაკავებულ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

    აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო რეალურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ბერკეტები უნდა გააჩნდეს.
    139 ნახვა
    16-07-2020, 00:38