X
GOGA.TV
13
  • დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედი ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა

    დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედი ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა. ის ამბობს, რომ კომიტეტის სხდომებზე მისვლით დროს ტყუილად კარგავს და საქმიანობას მხოლოდ საპროცედურო კომიტეტში გააგრძელებს.

    "ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, ორივეში დავრჩე. ვრჩები საპროცედურო კომიტეტში. იურიდიულ კომიტეტში ყოფნას, ჩემი აზრით, არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ტყუილად უნდა მივიდე სხდომაზე, გავაპროტესტო რამე და ეს მაინც არავის მიერ არ იქნება ადეკვატურად აღქმული. არ მიხვალ და - დაგაჯარიმებენ და დაგიქვითავენ ხელფასიდან.

    ამიტომ, ვერ ვხვდები, რა ფუნქციას ასრულებენ ოპოზიციური დეპუტატები კომიტეტებზე. უბრალოდ, რეგლამენტიდან გამომდინარე, დავრჩები ერთ კომიტეტში - საპროცედუროში," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
    133 ნახვა
    17-07-2020, 09:47
    News-ები