X
GOGA.TV
13
აგვისტოს სასიყვარულო პროგნოზი გოგონებისთვის
  • აგვისტოს სასიყვარულო პროგნოზი გოგონებისთვის

    აგვისტო რომანტიკულად გულუხვი თვე იქნება, მათთვისაც, ვინც ეძებს სიყვარულს და მათთვისაც, ვინც უკვე შეხვდა მას. გაიგეთ, რა გელოდებათ კონკრეტულად თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

    ვერძი
    ვინც ძიებაშია: მეგობრობა შეიძლება რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. ეს თქვენზეა დამოკიდებული და კიდეც ისიც - დაასრულოთ თუ გააგრძელოთ ეს ურთიერთობა.
    რჩევა: თუ ადამიანი ცდილობს, შეგცვალოთ, ის თქვენი არაა. ხოლო, თუ თქვენთან ერთად ყოფნა სურს და ისეთს გღებულობთ, როგორიც ხართ, თქვენს რომანს დიდი პერსპექტივა აქვს.
    ვინც დაწყვილებულია: შეიძლება ბოლო თვეების განმავლობაში მეუღლის გამო ნერვიულობა
    გიწევდათ, მაგრამ აგვისტოში ემოციური სიმშვიდის პერიოდი დაგიდგებათ.
    რჩევა: გამორთეთ ეჭვიანობის ღილაკი და ნახავთ, რომ ასე ცხოვრება უფრო მშვიდია და სანერვიულო არაფერი გაქვთ.

    კურო
    ვინც ძიებაშია: ძალიან ხომ არ აშინებთ ადამიანს? თქვენ შეხვდით ძლიერ, ბრძენ, კეთილ და გულუხვ მამაკაცს, მაგრამ მისთვის თქვენი კუდში დევნა და სიჯიუტე განსაკუთრებით თვალში საცემი და ხანდახან მომაბეზრებელია.
    რჩევა: გადაერთეთ სხვა სასიამოვნო საქმიანობაზე, თუნდაც იტალიური ენის შესწავლაზე, ფლორისტიკის გაკვეთილებზე. მიეცით ადამიანს თავისუფლად სუნთქვის საშუალება.
    ვინც დაწყვილებულია: ქმართან დროდადრო კამათი დასაშვებია, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია და შეხედულება ამყარებს კიდეც კავშირს.
    რჩევა: ყველა მიზეზგარეშე მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო, გემრიელი ვახშამი. აჩუქეთ პარფიუმი, მოდური აქსესუარი. ასეთი ჟესტი უპასუხოდ არ დარჩება.

    ტყუპი
    ვინც ძიებაშია: მამაკაცების განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. რომანტიკული შეხვედრები ძველ ნაცნობებთანაც კი მოსალოდნელია. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურებრივი რომანიც გააბას. არაფერს შეეწინააღმდეგოთ, დროთა განმავლობაში რაღაც სერიოზულ კავშირში გადაიზრდება, რაღაც კი ჩამოგშორდებათ.
    რჩევა: დატკბით ფლირტით, სანამ არ მიხვდებით, რომ კონკრეტული ადამიანი გულში ჩაგივარდათ.
    ვინც დაწყვილებულია: ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიყვარული რუტინა გახდა. თქვენი ნებაა, რამდენად რომანტიკულს გახდით კავშირს. აგრძნობინეთ თქვენს ქმარს თავი სასურველ მამაკაცად.
    რჩევა: იყავით მზრუნველი და ყურადღებიანი ქმრის მიმართ და იმავეს მიიღებთ.

    კირჩხიბი
    ვინც ძიებაშია: შეიძლება ძველ ურთიერთობაში დაბრუნება მოგინდეთ. ნუ მოუძებნით გასამართლებელ საბუთს ადამიანს, ვინც ღირსეულად არ დაგაფასათ. თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ. სამყარო გიგზავნით მამაკაცს, რომელიც ნამდვილად გაგაბედნიერებთ.
    რჩევა: მამაკაცები ყველა დაპირებას რომ ასრულებდნენ, რაღა გვიჭირს?! არსებობს უამრავი წვრილმანი, რაც მიგახვედრებთ, რომ ადამიანი თქვენი არაა და მასზე დრო არ უნდა დახარჯოთ.
    ვინც დაწყვილებულია: ხანდახან გაღიზიანებთ, როცა პარტნიორი თქვენ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. გამოიყენეთ ქალური სიბრძნე და ქმარს ის გააკეთებინეთ, რაც თავად გსურთ. აქეთ უნდა შეგეხვეწოთ, რომ სპა-სალონში წახვიდეთ.
    რჩევა: ხშირად შეაქეთ მეუღლე, დაანახვეთ თქვენი კეთილგანწყობა.

    ლომი
    ვინც ძიებაშია: ღირსეული მიზანი გამოგიჩნდათ და ვერაფერი შეგიშლით ხელს მის მოპოვებაში. აქტიურად გამოხატეთ ვნების ფლუიდები. სასიყვარულო ორომტრიალში თავით გადაეშვებით. ვარსკვლავები ბევრ ცხელ დღესა და ღამეს გპირდებიან. აგრეთვე, ფლირტსა და ახალ-ახალი გრძნობების აფეთქებას.
    რჩევა: მხოლოდ ეჭვიანობას მოერიდეთ, სხვა ყველაფერი იდეალურად გაქვთ.
    ვინც დაწყვილებულია: მოსაწყენად ვერ მოიცლით, თქვენს ქმარს რომანტიკული თავგადასავალი სჭირდება. ერთად მხიარულებისა და გართობისთვის მოემზადეთ.
    ვინც ურთიერთობაშია: ეცადეთ, სასიამოვნო მოულოდნელობებით დატვირთოთ ურთიერთობა. ხან ხელში ღვინით დახვდით კართან და ხანაც - მაცდუნებელი ღიმილით.

    ქალწული
    ვინც ძიებაშია: თავადაც იცით, რომ ლამაზად გამოიყურებით, დახვეწილად საუბრობთ და მომხიბვლელი ხართ. ამიტომაც მამაკაცებისგან კომპლიმენტები არ მოგაკლდებათ. სანამ ადამიანთან სერიოზულ კავშირს დაამყარებთ, კარგად დაფიქრდით, ის მართლა მოგწონთ თუ მარტოობამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი.
    რჩევა: ვისთვისაც ნამდვილად ღირებული ხართ, ის თქვენზე ზეწოლას არ მოახდენს. შეიძლება ეს ადამიანი პირველი არაა თქვენს სიაში, მაგრამ სწორედ ეგ გახდეს მნიშვნელოვანი.
    ვინც დაწყვილებულია: თუ ქმარს რაღაცაზე არ ეთანხმებით, ჩხუბით საქმეს ვერ მოაგვარებთ. დიპლომატია და ერთმანეთის მოსმენა ჯერ არავისთვის ყოფილა საზიანო. ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმა.
    რჩევა: დააკვირდით საყვარელი ადამიანის განწყობას. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს, წარსულის გახსენებას. მეტად შეარბილეთ ტონი, როცა მას ელაპარაკებით.

    სასწორი
    ვინც ძიებაშია: ვნების ცეცხლი, რომელიც თქვენს გულში აინთება, სწრაფად გადაიზრდება ძლიერ და მყარ გრძნობაში. მთავარია ურთიერთგაგება. ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. თქვენ წინ ბედნიერება გელით.
    რჩევა: გსურთ სიყვარული? მიიღეთ! მზად იყავით სითბოს, მზრუნველობის გაცემისთვის.
    ვინც დაწყვილებულია: არ მისცეთ თავს უფლება, ეჭვიანობამ რომანტიკული განწყობა გაგიფუჭოთ. ახლა ყველაზე მიმზიდველი და სასურველი ხართ პარტნიორისთვის და გამოიყენეთ ეს დრო.
    რჩევა: როგორ გგონიათ, რატომ აგირჩიათ? იმიტომ, რომ "ყველაზე ყველაზე" ხართ მისთვის და ეს არ შეიცვლება.

    მორიელი
    ვინც ძიებაშია: სიყვარულში გიმართლებთ. ისეთი ვნებამოკიდებული იქნებით, რომ გამთენიისას სახლში დაბრუნებულს თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გგონიათ. როცა ვნება ჩაცხრება და პარტნიორს უკეთ გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ბევრი საერთო გაქვთ.
    რჩევა: გაგიმართლათ, პირველი შეხვედრაზე ჩაგივარდათ მამაკაცი გულში. ეს შეხვედრა კი საბედისწერო იქნება.
    ვინც დაწყვილებულია: ესე იგი აგვისტოში ბინის რემონტიც მოგინდებათ, ურთიერთობის აღსანიშნავი ლამაზი დღესასწაულის მოწყობაც და დაფეხმძიმებაც. პარტნიორს ნელ-ნელა გააცანით თქვენი სურვილები.
    რჩევა: ერთად დასვენება და რომანტიკული თავგადასავალი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

    მშვილდოსანი
    ვინც ძიებაშია: მუშაობა და პირადი ურთიერთობების განვითარება არ უშლის ხელს ერთმანეთს. რომანტიკულ განწყობაზე მყოფი კიდევ უფრო ენერგიულად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. თუმცა ერთ-ორი პრინცი შეიძლება სამსახურშიც კი აღმოაჩინოთ.
    რჩევა: დააკვირდით კოლეგებს, ვინმეს შემოხედვა ხომ არ გიფორიაქებთ გულს?..
    ვინც დაწყვილებულია: საყვარელმა ადამიანმა თავი სასურველად უნდა იგრძნოს. ერთად დაგეგმეთ მოგზაურობა, უქმეების საინტერესოდ გატარება. იყავით მეტად მოსიყვარულე და მზრუნველი მის მიმართ.
    რჩევა: მთავარია, თქვენი აზრები სწორად მიაწოდოთ პარტნიორს. ძალიან ნუ შეაშინებთ თქვენი აქტიურობით.

    თხის რქა
    ვინც ძიებაშია: მოულოდნელად ისე შეგიყვარდებათ, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით, მუცელში კი პეპლები ფრენას განაგრძობენ. საქმეები გვერდზე გადაიწევს და მთელ დროს რომანტიკულად, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.
    რჩევა: სარკეში ყურებისას ხშირად გაიმეორეთ, რომ მიმზიდველი და სასურველი ხართ, რომ ყველა მამაკაცი თქვენზე ჭკუას კარგავს. მერე კი გადადგით პირველი ნაბიჯი და გამოელაპარაკეთ თქვენს პრინცს.
    ვინც დაწყვილებულია: შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, მაგრამ არსებულ ჰარმონიულ კავშირს წამიერი ვნების გამო ნუ დაანგრევთ. ეცადეთ, ქმრის ყურამდე არაფერი მივიდეს.
    რჩევა: მოერიდეთ "სერიოზულ საუბრებს". მათ შეიძლება საქმეები გაგიფუჭოთ. იყავით მსუბუქი და ქმარსაც აგრძნობინეთ, რომ სანერვიულოდ საქმე არა აქვს. თუ რა თქმა უნდა, მართლაც ასეა.

    მერწყული
    ვინც ძიებაშია: თვითშეფასების ასამაღლებლად ახალგაცნობილ მამაკაცებთან ფლირტი კარგი საშუალებაა. ღირსეულად მიიღეთ ახალი თაყვანისმცემლებისგან კომპლიმენტები და საჩუქრები. თუმცა ურთიერთობის გასერიოზულებას ნუ იჩქარებთ.
    რჩევა: ნუ მოგერიდებათ გრძნობების დემონსტრირების, მაგრამ თაყვანისმცემლების ჯარში ერთი და განუმეორებელი უნდა გამოარჩიოთ.
    ვინც დაწყვილებულია: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არსებული კავშირი გაუბრალოვდა. ნუ დაელოდებით მამაკაცისგან ინიციატივას, თავად გადადგით პირველი ნაბიჯი, რომ ურთიერთობა დასამახსოვრებელი მოგონებებით გაფერადდეს.
    რჩევა: გახდით უდარდელი და მხიარული გოგონა, ისეთი, როგორიც შეუყვარდით. მოაწყვეთ განსხვავებული რომანტიკული პაემანი, გახდით სასურველი და საყვარელი.

    თევზები
    ვინც ძიებაშია: გამოგიჩნდებათ საკმარისი თავისუფალი დრო, რომ ის თქვენთვის საინტერესო ადამიანთან ერთად გაატაროთ. ახალი თაყვანისმცემელი თქვენს გულს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიპყრობს.
    რჩევა: გამოიყენეთ ქალური მომხიბვლელობა. ყველაფერი ისე უნდა განვითარდეს, როგორც ეს თქვენ გსურთ.
    ვინც დაწყვილებულია: საყვარელი ადამიანი მზრუნველოთ, კომპლიმენტებითა და საჩუქრებით აგავსებთ. დატკბით იდილიით, ნუ ფიქრობთ უსიამოვნებებზე და ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ თავადაც მზრუნველი და მოსიყვარულე იყოთ.
    რჩევა: 30 და 50-ით კი არა, 100 პროცენტით უნდა მოინდომოთ, რომ ურთიერთობაში ჰარმონიამ და სინაზემ დაისადგუროს.

    წყარო: marao.ge
    139 ნახვა
    18-07-2020, 01:24