X
GOGA.TV
13
ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო იარაღი სასიყვარულო თამაშებში
  • ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო იარაღი სასიყვარულო თამაშებში

    ვარსკვლავები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე და მათ შორის, სიყვარულზეც.

    ვერძი
    ვერძს მფარველობს მარსი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლანეტა. ვერძები მუდამ ითვლებოდნენ ყველაზე ვნებიანებად. მათ ადვილად უყვარდებათ, თუმცა ცეცხლი მალე უნავლდებათ. ისინი მოუთმენლები არიან და საშინლად არ უყვართ ლოდინი. მათ უყვართ რისკი და შესაბამისად, უარს არ ამბობენ, დაკავდნენ სექსით თავშეყრის ადგილებშიც.

    კურო
    ისინი ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები არიან. ასევე, მათ მოსწონთ მიიღონ სიამოვნება ლოგინში. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან ნელა მიდის, მაგრამ კუროები თავიანთი
    საქმის პროფესიონალები არიან, როდესაც საქმე ეხება მოხიბვლას. მათ უყვართ ჭამა, ისინი გურმანები არიან.

    ტყუპები
    უპირატესობას ანიჭებენ ინტელექტუალურ ურთიერთობას. ისინი საათობით ლაპარაკობენ ნებისმიერ თემაზე. ისინი ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ აზრს და არ უყვართ, როდესაც აჩქარებენ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასაყვანად. ამ ნიშნის გულის დაპყრობა შეგიძლიათ იმ შემთხვევში, თუ მუდამ იქნებით ბოლო მოვლენების საქმის კურსში და ღია, ახალი იდეებისთვის. ტყუპები ფანტაზიორები არიან. სექსისას მათთვის მნიშვნელოვანია სიახლე და ახალი შეგრძნებები.

    კირჩხიბი
    კირჩხიბს ძალიან განვითარებული თვითშეგნება აქვს. მას უყვარს პარტნიორის განებივრება. თუ კირჩხიბმა აგირჩიათ, ის სამყაროს დასალიერშიც გამოგყვებათ. კირჩხიბს ძალიან სიამოვნებს სიახლეები და ახალი ქვეყნების გაცნობა თავის პარტნიორთან ერთად. სიყვარული და გაგება. ისინი ყველანაირად ეცდებიან, კომფორტი შეუქმნან მათ, ვინც უყვართ.

    ლომი
    ლომი ანათებს, როგორც მზე. თუ ლომი შეყვარებულია, ის მხოლოდ თავის პარტნიორს ხედავს, ათას ლამაზ ადამიანს შორისაც მას გამოარჩევს. მათ მოსწონთ ურთიერთობა, ძვირფასი რესტორნები და სასტუმროები. ასევე უყვართ ძვირფასი საჩუქრების გაკეთება. ის არასდროს ზოგავს ფულს კომფორტისთვის და არც საყვარელი ადამიანისთვის ენანება რამე.

    ქალწული
    მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ქალწული შეიძლება ჩანდეს ცივი და მშვიდი, რეალურად ეს ასე არაა. ის ფიქრობს, რითი გასიამოვნოს, როგორ იზრუნოს უკეთესად შენზე. მას უყვარს ზრუნვა. ქალწულები პერფექციონისტები არიან. ამიტომ მხოლოდ საუკეთესოს ელოდებიან მეორე ადამიანისგან. ცოტა ეჭვიანებიც არიან და ბოლომდე არ ენდობიან. ამიტომ მის ნდობას მოპოვება უნდა.

    სასწორი
    სასწორს უყვარს ფლირტი. მათ სიამოვნებთ, როდესაც ადამიანს სასიამოვნო მომენტებს უწყობენ. ასრულებენ მათ სურვილებს. სასწორები არიან რომანტიკულები. ხანდახან გადაჭარბებულად რომანტიკულებიც კი. თქვენ უნდა დაარწმუნოთ სასწორი, რომ არა მარტო გიყვართ ის, არამედ გინდათ კიდეც მასთან. სასწორს უყვარს პრელუდია, აღაზნებს ლამაზი თეთრეული. სასწორებს მაღალი სტანდარტები აქვთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ მათთან დაიწყებთ ურთიერთობას. მათ უყვართ ფლირტი, თუმცა ხშირად ფლირტი მხოლოდ გართობაა მათთვის და არაფერი სერიოზული.

    მორიელი
    სექსუალური სიახლოვე მორიელისთვის ბევრს ნიშნავს და აქ არ არის ლაპარაკი ვნებაზე. მისთვის მნიშვნელოვანია ვნების სიძლიერე. მორიელს ადვილად შეუძლია დაგესვლა და თავის კონტროლის დაკარგვა. თუ ის სწორ და ღირსეულ პარტნიორს ნახავს, მაშინ მშვიდდება და მისი ერთგული ხდება. მათ უყვართ ფლობა. არიან მესაკუთრეები და ფანტაზიების რეალობად ქცევაც უყვართ.

    მშვილდოსანი
    ხვდებოდე მშვილდოსანს, ეს ნიშნავს, თამაშობდე ცეცხლთან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მათ ამოძრავებთ ვნება და უყვართ ძიება. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ თავიდან ის არ მოგიძღვნით საკუთარ მეს მთლიანად. მშვილდოსნის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე - მას ძალიან მალე ბეზრდება ყველაფერი.

    თხის რქა
    შეიძლება ძალიან მოსწონდეთ თხის რქას, მაგრამ ის ამის შესახებ არასდროს გეტყვით, თუ თქვენც იმავეს არ გრძნობთ მის მიმართ. თხის რქა სერიოზულად უდგება სიყვარულს და ფიქრობს, რომ გასართობი თემა ის სულაც არაა. თუ თქვენ ილტვით სერიოზული ურთიერთობისკენ, მაშინ თხის რქა კარგი არჩევანია, მაგრამ ნუ დაელოდებით მისგან რომანტიკას.

    მერწყული
    სიყვარულის საკითხებში მერწყული აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენაა. მას არა მარტო სურს საყვარელი ადამიანის სხეული, არამედ სურს, პარტნიორის გონება, არსი, სული, ფიქრებიც კი მას ეკუთვნოდეს. სექსის საკითხებში მას მდიდარი წარმოსახვა აქვს და რომანტიკასაც არ უჩივის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაგახვედრებთ ვარდის ფურცლებით მობნეულ ოთახს.

    თევზები
    თევზები – ესაა ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი. მათთვის სექსი - ეს არის ხელოვნება. ხშირად მეორე ადამიანს ისეთი განცდა უჩნდება, რომ თევზი მის ფიქრებს კითხულობს, მათ შორის მუდამ არის სულიერი კავშირი. თევზებს უყვართ ზრუნვა... შესაბამისად, თუ თქვენი პარტნიორი თევზია, გაგიმართლათ, თქვენ გექნებათ იდეალური სახლი, იდეალური ვახშამი და თბილი გარემო, სადაც მისვლაც გაგიხარდებათ მძიმე დღის შემდეგ.

    წყარო: marao.ge
    171 ნახვა
    18-07-2020, 23:19