X
GOGA.TV
13
  • მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, უკვე მეორე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, უკვე მეორე დღეა, ადგილობრივ მკვიდრ არასრულწლოვანს, 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ.

    არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

    ფილფანს ოჯახის წევრებთან და ადგილობრივებთან ერთად სამართალდამცავებიც ეძებენ.

    რა გახდა მოზარდის გაუჩინარების მიზეზი, ამის შესახებ ჯერჯერობით, ვერსიები არ ვრცელდება.

    ბავშვის სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

    გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
    125 ნახვა
    19-07-2020, 09:13