X
GOGA.TV
13
"ჩაფიქრებული სურ­ვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სიყ­ვა­რულ­თან, ოჯახ­თან, ერ­თგუ­ლე­ბას­თან" - წარმატების რიტუალი 20 ივლისის ახალმთვარეობისთვის
  • "ჩაფიქრებული სურ­ვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სიყ­ვა­რულ­თან, ოჯახ­თან, ერ­თგუ­ლე­ბას­თან" - წარმატების რიტუალი 20 ივლისის ახალმთვარეობისთვის

    2020 წლის 20 ივ­ლისს, კირჩხი­ბის 29-ე გრა­დუს­ში ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. ახალმთვა­რე­ო­ბა თბი­ლი­სის დრო­ით 21:33-ზე დად­გე­ბა.

    20 ივ­ლი­სი ორ­შა­ბა­თია, მთვა­რის დღე. ალ­ბათ იცით, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი არც ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ორ­შა­ბათს არ იწყებ­დნენ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და ეცა­დეთ, არა­ვის მის­ცეთ თქვე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ზო­გი­ერთს ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე ახა­ლი საქ­მე­ე­ბის ჩა­მო­წე­რა ახა­სი­ა­თებს, ზო­გი­ერთს - სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა. ეცა­დეთ, ეს რი­ტუ­ა­ლი სწო­რად ჩა­ა­ტა­როთ. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე 5-10 წუ­თით ადრე შე­იქ­მე­ნით მშვი­დი გან­წყო­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლდით ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან, პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნე­წყვეთ, აან­თეთ სან­თე­ლი. გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და ამ მთვა­რის თვე­ში და იყა­ვით მად­ლი­ე­რი ყო­ვე­ლი­ვეს­თვის. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ლოც­ვა მო­უნ­დეს.

    თუ სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბას აპი­რებთ, ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სიყ­ვა­რულ­თან, ოჯახ­თან, ერ­თგუ­ლე­ბას­თან. ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფებს ჯან­მრთე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვოთ.
    გახ­სოვ­დეთ, რომ რა­საც გაგ­ზავ­ნით სამ­ყა­რო­ში (ანუ რა­საც სხვებს უსურ­ვებთ), ისვე და­გიბ­რუნ­დე­ბათ. აჩუ­ქეთ სამ­ყა­როს სიყ­ვა­რუ­ლი და პა­სუ­ხა­დაც სიყ­ვა­რულს მი­ი­ღებთ.
    არა­ვის­ზე იყოთ ნა­წყე­ნი, გა­ბუ­ტუ­ლი. დე­ვი­ზად გა­ი­ხა­დეთ, რომ "ვინც ბედ­ნი­ე­რია, მარ­თა­ლიც ისაა".
    იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან.
    გა­უ­გეთ და აპა­ტი­ეთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს. გახ­სოვ­დეთ, რომ უშეც­დო­მო ამ­ქვეყ­ნად არა­ვი­ნაა.

    ახალმთვა­რე­ო­ბის პირ­ველ სა­ათ­ში ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის იდეა ან სურ­ვი­ლი, რაც გინ­დათ, რომ მთვა­რის ამ თვე­ში შე­გის­რულ­დეთ. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად ყვე­ლა­ზე კარ­გი დღე­ე­ბია 23-26 და 30 ივ­ლი­სი, თუმ­ცა, უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ო­დიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ უნდა და­გეგ­მოთ, არ გა­კეთ­დე­ბა, ძა­ლებს, დრო­სა და ენერ­გი­ას ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯავთ.

    ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმოქ­მე­დებს მათ­ზე ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც უწევს შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში: 18-22 ივ­ლი­სი, 16-20 იან­ვა­რი, 15-19 აპ­რი­ლი და 18-22 სექ­ტემ­ბე­რი. აგ­რეთ­ვე, ამ ახალმთვრე­ო­ბა­ზე სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვათ, სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და რბი­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბით მი­მარ­თოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 16-20 მარ­ტი, 16-20 მა­ი­სი, 18-22 სექ­ტემ­ბე­რი და 17-21 ნო­ემ­ბე­რი. თუ იცით ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში თქვე­ნი პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მათ, რომ­ლე­ბიც კირჩხი­ბის, სას­წო­რის, თხის რქი­სა და ვერ­ძის 27-30 გრა­დუ­სებ­ში გაქვთ გან­ლა­გე­ბუ­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    170 ნახვა
    19-07-2020, 23:59