X
GOGA.TV
13
სამყარო გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს
  • სამყარო გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს

    შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მაგრამ მაინც მიეცით ნება, შეასრულოს თავისი საქმე...
    ყოველ ჩვენგანს სურს, რომ ამ ცხოვრებისაგან მიიღოს რაღაც თავისი. ყველას სურს, რომ ესა თუ ის სიტუაცია გადაწყდეს მის სასარგებლოდ, ან ისე, როგორც თავად სურს. ამიტომ გვაქვს იმედი და ვლოცულობთ, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც დავგეგმეთ.

    თუმცა სამყარო ხშირად არ გავძლევს იმას, რაც ასე ძალიან გვინდა; ის გვაძლევს იმას, რაც რეალურად გვჭირდება.
    ძალიან ხშირად ის, რაც ჩვენ გვინდა და ის, რაც
    გვჭირდება - სხვადასხვაა. და რასაც ვნატრობთ, ის ყველაზე კარგი გვგონია, თუმცა გავა დრო და დარწმუნდებით, რომ ის, რაც სამყარომ შემოგთავაზათ, ბევრად უფრო გჭირდებოდათ, ვიდრე ის, რაც ასე ძალიან გინდოდათ.

    მოტივატორი სპიკერები გვეუბნებიან, რომ უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და განუწყვეტლივ. გავუშვათ ჩვენი ფიქრები და სურვილები კოსმოსში, რათა ისინი ახდეს და რეალურად მიზნის მიღწევაზე კარგი არაფერია. მაგრამ მერ რა ხდება? ისევ უნდა ვიგრძნოთ თავი ცუდად? კვლავ გაგვიჩნდეს დაუკმაყოფილებლობის განცდა? ისევ ახალი მიზანი დავისახოთ? რადგან ბედნიერება სულ არ აღმოჩნდება მუდმივი.

    არ გიფიქრიათ, რომ ბევრად ბედნიერები ვიქნებოდით მაშინ, თუ ცოტას მოვდუნდებოდით და დაველოდებოდით შედეგს, რა მოხდება ახლა? რას გვათავაზობს სამყარო?

    ისწავლეთ მადლიერების გამოხატვა. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და დააფასეთ ისიც, რაც მოვა თქვენთან, თუ სამყაროს ამის საშუალებას მისცემთ.

    თათა შენგელია

    წყარო: marao.ge
    153 ნახვა
    20-07-2020, 00:08