X
GOGA.TV
13
აგვისტოს თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
  • აგვისტოს თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    აგვისტოში გართობის, მხიარულების, სექსუალური თავგადასავლების სურვილი გაგიცნდებათ. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, გაგიუმჯობესდებათ ხასიათი. მარტოხელებს ლამაზი რომანის დაწყება ელით, რაც მომავალში სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდება. ზოგმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბათ. ქმარი სასიამოვნო სიურპრიზებით გაგანებივრებთ. შეიძლება გაიგოთ, რომ ფეხმძიმედ ხარ. სხვათა შორის, აგვისტოში ბავშვების თემა მეტად აქტუალური იქნება. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ხშირად ისეირნეთ და ითამაშეთ მათთან ერთად. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. შინ უმასპინძლეთ მეგობრებს; ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ მავნე
    საკვების მიღებას და სასურველია, შეამციროთ ალკოჰოლი და სიგარეტი.

    კურო
    აგვისტოში სახლისა და სამსახურის საქმეებს შორის იქნებით „გახლეჩილი“, თუმცა, კარიერული წინსვლის გამო ოჯახს ყურადღებას ნუ მოაკლებთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. ზოგიერთს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, რომ დრო მშობლების გვერდით გაატაროს, ზოგი კი მშობლიურ ადგილებს მოინახულებს. აგვისტოს მეორე ნახევარში გართობისა და მხიარულებისთვისაც მოიცლით. მარტოხელა კუროებს საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. იყავით ჰაეროვანი და ღიმილიანი მამაკაცებთან. მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას მზის გულზე. საუკეთესო დასვენება მშვიდ ლამაზ გარემოში განმარტოება და მედიტაცია იქნება. აგვისტოს ბოლოს თქვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გააფორმებთ.

    ტყუპი
    აგვისტოში ინტელექტუალური საქმიანობის, სწავლის, კონტაქტების გაუმჯობესების, ექსკურსიებზე გამგზავრების სურვილი გექნებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ და-ძმების მიმართ. გახშირდება მათთან კონტაქტი მიმოსვლა ქალაქგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. შეარბილეთ ტონი, როცა ნათესავებს ელაპარაკებით. ახალი მეგობრები შეიძლება უჩვეულო გარემოშიც კი გაიცნოთ. ფულის მიმართ ინტერესი მოგემატებათ. შეიძლება დამატებითი შემოსავალის ინტერესი გაგიჩნდეთ. დაქორწინებულები ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. ერთად განმარტოებით ყოფნა ისე გესიამოვნებათ, რომ შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ ერთმანეთი.

    კირჩხიბი
    იყავით დიპლომატიური, რათა უმნიშვნელო წვრილმანის გამო არ გაიფუჭოთ გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება. თავადაც შეამჩნევდით, რომ ივლისის ბოლოდან გაგიუმჯობესდათ განწყობა. ღიმილისა და ფლირტის განწყობაზე დადექით. ზოგიერთმა იმიჯის შეცვლა გადაწყვეტა. ზოგმა მამაკაცების ყურადღება დაიმსახურა. აგვისტოში ზოგიერმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც გააბას. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი მხოლოდ იმისთვის დასჭირდება, რომ საკუთარი თავი სასურველად იგრძნოს. აგვისტოს ბოლოს საინტერესო ამბავს გაიგებთ ან შეხვდებით ადამიანებს, ვისი ნახვაც ძალიან გაგახარებთ. მოერიდეთ არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები კუჭთან, სახსრებთან.

    ლომი
    თქვენი თვე დაიწყო, თავზე დიადემის დადგმის საშუალება მოგეცემათ, პრინცესად იგრძნობთ თავს. ხალხის მასისგან გამოსაყოფად და თქვენი ინდივიდუალურობის წარმოსაჩენად თამამად შეიცვალეთ იმიჯი, გარეგნობა. მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტი, ნიჭი და შესაძლებლობა. ყველა ინფორმაციას და საქმიან პარტნიორს ნუ ენდობით, გადაამოწმეთ საიმედოობაზე. შეიძლება ცოტა სენტიმენტალურობა და პასუხისმგებლობა მოგეძალოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებს გაუსაძლისი სურვილი გაუჩნდებათ ოჯახის შექმნის. დაქორწინებულებს - მეუღლესთან გულახდილობის სურვილი. უმრავლესობას მოგზაურობა, თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შესწავლა, ცოდნის გაღრმავება მოგინდებათ.

    ქალწული
    შეიძლება შეამციროთ ან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ნაკლებად შეხვდეთ ახლობლებს. სამაგიეროდ, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაიცანით თქვენი თავი, შიშები, გაერკვიეთ პირად სურვილებში. სხვა თვალით შეხედავთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. დაინტერესდებით მათი სოციალური ქსელებითაც და ბევრ საინტერესო გაიგებთ მათზე. ზოგიერთ მეგობართან მეგობრობას სიყვარულში გადაზრდით. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბას ადამიანთან, ვინც მის პროექტს ფინანსურად დააფინანსებს ან საქმიან პარტნიორთან. დაოჯახებულებმა გაითვალისწინეთ, რომ თუ თავად მშვიდად იქნებით, ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, მათ აღზრდას. ასწავლეთ, როგორ დაგეხმარონ საოჯახო საქმეებში. აგვისტოში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა. მაქსიმალურად მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.

    სასწორი
    გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით ღიმილიანი და კეთილი. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ. გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში. მეტი დაკვირვება გმართებთ მუშაობისას, განსაკუთრებით, თუ მიტოვებული პროექტების განახლებას გადაწყვეტთ. შეიძლება ძველ პარტნიორებთან, მეგობრებთანაც აღადგინოთ კავშირი. აგვისტოში სამსახურისა და წარმატების სფერო გაგიაქტიურდებათ. ნუ დაელოდებით, როდის შეგამჩნევთ უფროსი, თავად უნდა გააქტიურდეთ. სხვათა შორის, სამსახურში წარმატება შეიძლება თქვენს მეუღლესაც ეწვიოს. რაც შეეხება ფინანსებს, საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ გაქვთ. ვარჯიში საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყეთ. ერთად უფრო მხიარულად იქნებით. აგვისტოს ბოლოსკენ ადვილად მოაგვარებთ საქმეებს, რომლებიც ადრე რთული გეჩვენებოდათ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, მაგრამ ურთიერთობა ისე სწრაფად არ განვითარდება, როგორც ეს თქვენ გსურთ.

    მორიელი
    მოერიდეთ გარშემო მყოფების ექსპლუატაციას, საკუთარი მიზნებისთვის სხვები არ გაწიროთ. აგვისტოში საშუალება მოგეცემათ, თქვენი ცოდნა გარშემო მყოფებს გაუზიაროთ. შეიძლება მოგიწიოთ ლექციების წაკითხვამ. მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ სამსახურიდან. თუ ვაკანსიას ეძებთ, შეიძლება სათქვენო გამოჩნდეს. მარტოხელები ძველ სიყვარულზე ფიქრს მოეშვებით და ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის განეწყობით. შეიძლება, სულაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გააბათ რომანი. ან საბედოს სპორტულ მოედანზე, ვარჯიშის დროს შეხვდეთ. დაქორწინებულებს თვის დასწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობა დაგეძაბათ და ამის მიზეზი თქვენი ნათესავი იყოს. წინა თვეებთან შედარებით გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი. შეიძლება შემოსავლის დამატები წყაროც კი გამოგიჩნდეთ. ან დაწინაურების შემთხვევაში გაგეზარდოთ ხელფასი. გაფრთხილდით, როგორც სახლში ასევე გარეთ, რადგან მოსალოდნელია წვრილ-წვრილი ტრავმები, დამწვრობა, ჭრილობა. ყურადღებით იყავით, რომ იარა ანთებით დაავადებაში არ გადაიზარდოს.

    მშვილდოსანი
    აქტუალური გახდება კულტურასთან, ხელოვნებასთან, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება მეორედ გათხოვება გადაწყვიტოს. ზოგი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერება. თქვენნაირი საინტერესო მოსაუბრე და მთხრობელი იშვიათია. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია, მაგრამ მოერიდეთ კამათს. ზოგიერთს შეიძლება უცხო ენის შესწავლის სურვილი გაგიჩნდეთ, ან უცხოელთან გააბათ სასიყვარულო მიმოწერა. საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან ერთად ხშირად მოაწყვეთ პიკნიკები, ქალაქგარეთ ექსკურსიები. ჯანმრთელობის მხრივ საშიშროება არ გელით. მთავარია, სექსუალური პარტნიორები აირჩიოთ გონივრულად და მცირე უსიამოვნებების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ. მეტი სინაზე და ყურადღება გამოავლინეთ ქმრის მიმართ. მარტოხელებმა ახალი რომანი შეიძლება მეგობრობით დაიწყოს. თუნდაც საქმიან პარტნიორთან.

    თხის რქა
    ექსტრემალურ სიტუციებში მეტი დაკვირვება და სიდინჯე გამოვლინეთ. საკუთარი თავის მიმართ ისედაც ზედმეტად მომთხოვნი ხართ და საქმეებს საუკეთესოდ ასრულებთ. ნუ გექნებათ პარტნიორების იმედი, ყველა რთული საკითხი თქვენი მოსაგვარებელი გახდება. კვალიფიკაციის ამაღლება ან უცხო ენების შესწავლა კიდევ უფრო დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. მარტოხელები გააქტიურდით მეწყვილის ძიებაში. იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ. ერთი კი აუცილებლად გადაიზრდება მყარ და საიმედო ურთიერთობაში. დაწყვილებულები გააუმჯობესებენ ერთმანეთთან დამოკიდებულებას. დატკბებიან რომანტიკითა და ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულებით. აგვისტო ის თვეა, როცა სრულად შეიგრძნობთ ოჯახური ცხოვრების ბედნიერებას. მშობლიურ გარემოში გაატაროთ მეტი დრო, სადაც მოგივლიან და მოგეფერებიან.

    მერწყული
    აგვისტოს ძირითად დროს პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაში გაატარებთ. გახდებით მეტად მოსიყვარულე. შეყვარებულები დაქორწინება გადაწყვიტენ. შეიძლება გაიგოთ, რომ მალე დედა გახდებით. მარტოხელებ სამსახურებრივი რომანის დაწყება გელით. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მას სერიოზული გაგრძელება ექნებათ. ხშირად მოგიწევთ გასართობ წვეულებებზე, საღამოებზე დასწრება. კარგ შედეგს მოგიტანთ სარეკლამო აქციების გამართვა. წარმატებული თვე ელით ჟურნალისტებს, მწერლებს. შეიძლება ნათესავებთან ერთად დაიწყოთ ვარჯიში ან სადმე გაემგზავროთ ერთად. ქრონიკული დაავადებები შეგიმცირდებათ. ნუ დაიწყებთ მუშაობას დიდხნიან პროექტებზე თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ შესაძლებლობაში ან ფინანსურად არ იქნებით დაინტერესებული.

    თევზები
    შეიძლება ძველი პროექტები განაახლოთ ან შვებულებაში გასული თანამშრომლების ნაცვლად მოგიწიოთ მუშაობამ. ზოგიერთს აგვისტოში დაწინაურება და ხელფასს მომატება ელის. მეტად დააკვირდით სიმპტომებს და თუ აუცილებელი გახდება, მიაკითხეთ ექიმს. ზოგიერთმა შეიძლება ავადმყოფი ნათესავის მოვლა ითავოს. კარგი იქნება, თუ აგვისტოში დაიცავთ კვების რეჟიმს და შეინარჩუნებთ ფიზიკურ ფორმას. მარტოხელებს შუა აგვისტოდან რომანტიკული ნაცნობობა გელით. თავადაც აქტიურად დაიწყებთ სიყვარულის ძიებას. თუმცა, ილუზიებში არ გადავარდეთ და აფერისტების მსხვერპლი არ გახდეთ. დატკბეთ ფლირტით და პარალელურად გაარკვიეთ პოტენციურ პარტნიორზე უმნიშვნელო დეტალები. ფული არ ფლანგოთ. ზოგიერთმა შეიძლება თანხა ლატარიითაც კი მოიგოს. ზოგს კი პარტნიორი გააბედნიერებს ფულითა და საჩუქრებით. მთელი თვის განმავლობაში განწყობას გაგიუმჯობესებთ რომანტიკული პაემანი, მეგობრებთან შეხვედრა. კარგ შედეგებს მოგიტანთ მგზავრობა, დაუგეგმავიც კი.

    წყარო: marao.ge
    247 ნახვა
    21-07-2020, 00:25