X
GOGA.TV
13
უკრაინაში მამაკაცმა მიკროავტობუსი გაიტაცა და 20-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა
  • უკრაინაში მამაკაცმა მიკროავტობუსი გაიტაცა და 20-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა

    უკრაინაში უცნობმა მამაკაცმა მიკროავტობუსი გაიტაცა და 20-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა. ინციდენტი ქალაქ ლუცკის ცენტრში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უცნობ პირი შეიარაღებულია და თან აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობაც.

    მძევლების განთავისუფლების საქმეში უკვე ჩაერთო ოპერატიული დახმარების ძალები, სრულ იზოლაციაში მოექცა ლუცკის ცენტრალური ქუჩები.

    რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მიმართვა, სადაც მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სისტემის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მას კონკრეტული მოთხოვნები ამ დრომდე არ დაუყენებია.
    116 ნახვა
    21-07-2020, 07:47
    News-ები