X
GOGA.TV
13
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს
  • ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს

    ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ადვოკატი თვლის, რომ პროგრესი მიღწეულია და საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.

    ამირან გიგუაშვილი რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

    "განვიხილოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საკითხები. ის პროცესი, რომელიც მიღწეულია პირველ რიგში ცოტნე გამსახურდიას აქტიურობის შედეგად და ჩვენი მონაწილეობით არ დაიკარგოს. დანაშაული, რაც მოხდა პირველი პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით, გაიხსნას და პირთა ის კატეგორია, რომელიც ჩვენი აზრით დამნაშავეები არიან, გამოიკვეთოს და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, მიეცნენ პასუხისგებაში,"- აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
    103 ნახვა
    21-07-2020, 07:49