X
GOGA.TV
13
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებმა სუფსაზე კარიერული წარმოება გაააპროტესტეს

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების სილაურისა და ბაილეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

    ადგილობრივები მდინარე სუფსაზე კარიერულ წარმოებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვება ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს, მდინარეს საყანე ფართობები მიაქვს, ჭებში წყალი შრება, ინერტული მასალებით დატვირთული ავტომობილების მოძრაობა კი გზებს აფუჭებს.

    მდინარე სუფსაზე კომპანია "სამი ძმა" მუშაობს. მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ.

    გარემოსდამცველი ირმა გორდელაძე კი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საეჭვოა.

    "თუნდაც სრულიად წესრიგში ჰქონდეთ ყველა საბუთი, მაინც უნდა დატოვონ მდინარის ხეობა, რადგან ხალხს ასე სურს. მსგავსი საკითხები ხალხთან შეთანხმებით უნდა წყდებოდეს. თუ კომპანია მდინარე სუფსას თავს არ დაანებებს, მოსახლეობა სარჩელს სასამართლოში შეიტანს." - აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია" ეკოს" დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.
    85 ნახვა
    23-07-2020, 08:51