X
GOGA.TV
13
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომლის სიყვარულზეც ლეგენდები დადის
  • ზოდიაქოს სამი წყვილი, რომლის სიყვარულზეც ლეგენდები დადის

    ალ­ბათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს იმა­ზე, რომ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ვირ­ტუ­ა­ლურ­მა კავ­ში­რებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნა არა­თუ ძნე­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია. სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ტერ­ნეტ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­ჭარ­ბემ მარ­თლაც მო­ი­ტა­ნა ბევ­რი ცუდი (და­დე­ბით­თან ერ­თად), ამი­ტომ იმის ფონ­ზე, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დონე გა­მარ­ტივ­და და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა-მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი გახ­და, გა­ცი­ლე­ბით გარ­თულ­და რე­ა­ლუ­რად ფა­სე­უ­ლი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის უნა­რი. თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, ეს არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს. ამი­ტომ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­შიც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შედ­გეს წყვი­ლი, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც დრო­სა და სივ­რცე­ში ნე­ბის­მი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­და­ლა­ხავს.

    კირჩხი­ბი - მშვილ­დო­სა­ნი
    ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ წყვილს "ვექ­ტო­რულ წყვილს" უწო­დე­ბენ. კირჩხი­ბი, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მშვილ­დოს­ნის ბა­ტო­ნია, მოს­წონს ეს მას თუ არა. თუმ­ცა საქ­მე იმა­შია, რომ ზუს­ტად კირჩხი­ბის მოთ­მი­ნე­ბა და ლო­დი­ნის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი აი­ძუ­ლებს მშვილ­დო­სანს უმი­სა­მარ­თო ჭე­ნე­ბას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ა­ნე­ბოს თავი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის მარ­ტი­ვი, ვერც დრა­მა­ტულ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნებს აი­ცი­ლებს ეს წყვი­ლი თა­ვი­დან, რაც სავ­სე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ კირჩხი­ბის მე­სა­კუთ­რე ბუ­ნე­ბას და მშვილ­დოს­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კირჩხი­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხებს აუხ­სნე­ლი ძა­ლე­ბით სა­ცე­ცე­ბი სა­მუ­და­მოდ და მაგ­რად ჩა­ავ­ლოს ერთი შე­ხედ­ვით მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბელ მშვილ­დო­სანს.

    ქალ­წუ­ლი - თხის რქა
    მათ შო­რის და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი, არა­სო­დეს ვი­თარ­დე­ბა სწრა­ფად და და­უ­გეგ­მა­ვად. უფრო პი­რი­ქით, ისი­ნი ხში­რად წლე­ბის მან­ძილ­ზე ეც­ნო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საკ­მა­ოდ დიდი ფიქ­რის შემ­დეგ იღე­ბენ და­უ­კავ­ში­რონ თუ არა ბედი ურ­თი­ერ­თს. ქალ­წუ­ლი და თხის რქა გა­სა­ო­ცა­რი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბით, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი­თა და კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიშ­ნე­ბია. ამი­ტომ ისი­ნი არა­სო­დეს დაფ­რი­ნა­ვენ ღრუბ­ლებ­ში მა­ში­ნაც კი, როცა გული სი­ყავ­რუ­ლით აქვთ სავ­სე. სიყ­ვა­რუ­ლიც მათ ხა­სი­ათ­ში გარ­კვე­ულ წე­სებს და ჩარ­ჩო­ებს ემორ­ჩი­ლე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ამ წყვილს გა­აჩ­ნია სა­ო­ცა­რი ერ­თგუ­ლე­ბის, ურ­თი­ერ­თგა­ტა­ნის და ურ­თი­ერ­თთა­ნად­გო­მის ძალა. მათი კავ­ში­რი უძ­ლებს ყვე­ლა­ფერს - ეკო­ნო­მი­ურ გა­ჭირ­ვე­ბას, ფი­ზი­კურ გან­შო­რე­ბას, ავად­მყო­ფო­ბა­სა და ათას­გვარ იმედ­გაც­რუ­ე­ბას, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა გვიმ­ზა­დებს. ამას­თან ერ­თად, ქალ­წუ­ლიც და თხის რქაც უზო­მო თვით­კონ­ტრო­ლი­სა და თავ­შე­კა­ვე­ბის ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ წყვილ­ში ფი­ზი­კუ­რი ღა­ლა­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტიც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

    მო­რი­ე­ლი - ვერ­ძი
    საკ­ვან­ძო ფრა­ზა ამ ორს შო­რის ეს ალ­ბათ ექ­სტრი­მის სიყ­ვა­რუ­ლია. მხურ­ვა­ლე ემო­ცი­ე­ბი ეს ის "სწვა­ვია", რომ­ლი­თაც ვერ­ძი - მო­რი­ე­ლის წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე უზ­რუნ­ველ­ყოფს. მათ შო­რის იშ­ვი­ა­თად ქრე­ბა და სუს­ტდე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა, რის ხარ­ჯზეც ასე­თი ოჯა­ხე­ბი ძალ­ზე მყა­რია. თუმ­ცა დრა­მა­ტიზ­მი და ცე­ცხლი მათ ურ­თი­ერ­თო­ბას არა­სო­დეს მო­აკ­ლდე­ბა. მო­რი­ე­ლი და ვერ­ძი ორი სა­პი­რის­პი­რო პო­ლუ­სია, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია უხი­ლა­ვი მი­ზი­დუ­ლო­ბის წერ­ტი­ლი, ისი­ნი თით­ქოს გა­მუდ­მე­ბით ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს - მო­რი­ე­ლი წინ­და­ხე­დუ­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი და ფრთხი­ლია, ვერ­ძი კი ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სე, იმ­პულ­სუ­რი და გახ­სნი­ლი, თუმ­ცა ერ­თსაც და მე­ო­რე­საც შე­უძ­ლია უსა­ზღვრო ერ­თგუ­ლე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    171 ნახვა
    24-07-2020, 00:10