X
GOGA.TV
13
ფოლადის ნერვები: რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე უტეხი
  • ფოლადის ნერვები: რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე უტეხი

    ასტროლოგებმა გამოავლინეს მხოლოდ 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სტრესს საუკეთესოდ უძლებენ.
    მათ შეუძლიათ, რომ ყველას და ყველაფერ გაუმკლავდნენ. მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია მწვავდება.

    კურო
    მორალურად სტაბილური ნიშანია, ამიტომ ისინი თითქმის არასდროს ჰყვებიან ნერვებს.
    ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ მადლობა გადაუხადონ ვარსკვლავებს ემოციური სტაბილურობის და ზნეობრივი სიმამაცისთვის. ძნელი მისახვედრია, როგორია ამ ნიშნის შინაგანი მდგომარეობა, რადგან ისინი არავის შესჩივიან თავიანთ პრობლემებზე. მაშინაც კი, თუ ზეწოლას განიცდიან. სხვადასხვა ფაქტორების გამო, მათი ფოლადის ნერვების წყალობით, ისინი უტეხები არიან.
    მაგრამ თუ მოთმინების ფიალა
    სავსეა, მაშინ უნდა ელოდოთ რისხვას. ამის მიუხედავად, სწრაფად უბრუნდებიან მშვიდ მდგომარეობას.
    ისინი ცდილობენ ზედმეტად არ გადატვირთონ საკუთარი თავი, თუ დასვენების შესაძლებლობა არსებობს, ყოველთვის გამოიყენებენ. შეგიძლიათ ზარმაცი უწოდოთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სწორი. იმისათვის, რომ სწრაფად დაუბრუნდნენ თავიანთ ნორმალურ მდგომარეობას, რეკომენდებულია საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული იტყვნენ და ბუნებაში გავიდნენ.

    თხის რქა
    მათი ფოლადის ნერვების ბევრს შურს.
    ხშირად მათ ცივად ადამიანებად მიიჩნევენ. მაგრამ ამ ნიშნის მთელი სტრატეგია არის საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა და საკუთარ გზაზე კიდევ უფრო წინ წაწევა.
    თუ მათ ცხოვრებაში ექსტრემალური სიტუაციები ხდება, მაშინ ისინი უფრო მოუხმობენ გონებას და ყოველთვის ფხიზლად არიან. გარე ფაქტორები მათზე არასდროს მოქმედებს, რადგან მათ საოცრად ძლიერი ნერვული სისტემა აქვთ.

    სასწორი
    მათ ასევე გაუმართლათ, რადგან ფოლადის ნერვებით დასაჩუქრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათში ბევრი ეჭვი იმალება, მშვიდად ცხოვრობენ. მათ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
    ცხოვრების სრულად შესაგრძნობად ჰარმონია და წონასწორობა სჭირდებათ. იციან, როგორ უნდა დაიხსნან თავი შემაშფოთებელი სიტუაციებიდან და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სტრესს გაუძლებენ. ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი მათი ფილოსოფიური მიდგომა, მათ ნერვულ სისტემას იცავს.

    ქალწული
    ამ ნიშნის წარმომადგენლებს დაბადებიდანვე ძლიერი ნერვული სისტემა აქვთ. მხოლოდ ფოლადის ნერვები შეძლებს- გაუძლოს ცხოვრებაში არსებულ ყოველგვარ ქაოსს. ზოგჯერ ისინი ღელავენ იმაზე, რომ სამყაროში სრულყოფილება არ არსებობს. მათ შეუძლიათ უზარმაზარი საქმეების გაკეთება. ირჩევენ სამსახურს, რომელიც მოითხოვს გამძლეობას და ყურადღებას. სწორედ ფოლადის ნერვები ეხმარება ამ ნიშანს, რომ თავიდან აიცილოს სტრესი და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული მოვლენები.


    წყარო: Cluber.ua
    188 ნახვა
    25-07-2020, 22:26