X
GOGA.TV
13
TOP სამი ყველაზე თავხედი ზოდიაქოს ნიშანი
  • TOP სამი ყველაზე თავხედი ზოდიაქოს ნიშანი

    ხა­სი­ათ­ში ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბი­დან­ვე მოს­დგამს. ეს ისე­თი ნი­ჭია, რომ­ლის შე­ძე­ნაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ად­მა­ი­ან­მა ცხროვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც გა­მო­ი­მუ­შა­ოს გარ­კვე­უ­ლი ლა­ვი­რე­ბის ნიჭი და სი­თა­მა­მე. თუმ­ცა, სი­თავ­ხე­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა სულ სხვა ფე­ნო­მე­ნია. რო­გორ გგო­ნი­ათ, ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამ მხრივ?

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით შემ­ტე­ვი, მებ­რძო­ლი და აქ­ტი­უ­რი ხალ­ხი იბა­დე­ბა. თუმ­ცა, ვერ­ძე­ბი ამას­თან ერ­თად, ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად უა­პე­ლა­ციო და უტაქ­ტო საქ­ცი­ე­ლი­თაც ირ­ცხვე­ნენ თავს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ცუ­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ვერ­ძი თავ­ხე­დი, ამ­ბი­ცი­უ­რი და უა­პე­ლა­ცი­ოდ პრინ­ცი­პუ­ლია. მას არა­სო­დეს ეს­მის სხვე­ბის რჩე­ვა, ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, თუ რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს სა­კუ­თა­რი ქცე­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ იმა­ზე, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი "გა­ი­ტა­ნოს რქე­ბით".

    ლომი - ლომი სა­მე­ფო ნი­შა­ნია, ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ხა­სი­ათ­ში ნამ­დვი­ლად აქვთ არის­ტოკ­რა­ტუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ისე­თი, რო­გო­რი­ცაა დიდსუ­ლოვ­ნე­ბა, გუ­ლუხ­ვო­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ. რო­გორც ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გი ლინ­და გუდ­მე­ნი ამ­ბობ­და, ცუ­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ლო­მე­ბი აუ­ტა­ნელ "პა­ტა­რა ნა­პო­ლე­ო­ნე­ბად" გვევ­ლი­ნე­ბი­ან ცხოვ­რე­ბა­ში. ამ­ბი­ცი­ე­ბი აწუ­ხებთ, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი და მონ­დო­მე­ბა აკ­ლი­ათ მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ამი­ტომ თავ­ხე­დუ­რად ითხო­ვენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან მუდ­მივ კრძალ­ვას და თაყ­ვა­ნის­ცე­მას.

    მერ­წყუ­ლი - არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რუ­ლი და უზო­მოდ ცვა­ლე­ბა­დი ინ­დი­ვი­დია. მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას. თუმ­ცა მათ შო­რის ბევ­რი ჰუ­მა­ნის­ტი, სა­კუ­თა­რი საქ­მის უბად­ლო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბაც გვხვდე­ბა. უარ­ყო­ფი­თად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მერ­წყუ­ლი კი ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვის დი­დოს­ტა­ტი იქ­ნე­ბა, მას შე­უძ­ლია გარ­შე­მო მყო­ფე­ბი წა­ა­კი­დოს ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. იგი შე­ფა­რუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა იყოს ლი­დე­რი და მარ­თოს სი­ტუ­ა­ცია, თუმ­ცა, ამას სა­ჯა­როდ არა­სო­დეს აღი­ა­რებს და მე­გო­ბუ­ლო­ბის ნი­ღა­ბა­მო­ფა­რე­ბუ­ლი შე­ეც­დე­ბა "გა­თი­შოს და იბა­ტო­ნოს" სი­ტუ­ა­ცი­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    183 ნახვა
    25-07-2020, 22:30