X
GOGA.TV
13
  • ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა - ადვოკატი

    მიხეილ რამიშვილი ორ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს, ერთი ეხება საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას რაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი და მეორე - უშუალოდ, არის შინაარსობრივი ნაწილი.

    მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გოგონას მამის ინფორმაცია პოლიციელის ზართან დაკავშირებით, რომ მისი შვილი "შარში იყო გახვეული". ადვოკატის თქმით, ძიებას აუცილებლად ბოლომდე გააგრძელებენ და გარდაცვლილის მამასთან ერთად პოლიციაში ზარის უცნობი ავტორის იდენტიფიცირებისთვის მისვლას გეგმავს.

    "არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არის კიდევ სხვა თემა.

    უახლოეს დღეებში ჩემთან ერთად შეხვდება მამა გამომძიებელს და დეტალურად, უკვე, შემდეგ დავადგენთ, ვინ იყო ეს პიროვნება თუ პიროვნებები, პოლიციელი იყო თუ არ იყო, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა მუქარა და შანტაჟი.

    პირობას ვიძლევი, რომ ამ საქმეში არავინ და ვერავინ დაუსჯელი არ იქნება,"-აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

    ახლა გარდაცვლილი ქალის ოჯახი და მათი უფლებადამცველი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც 1 კვირაში გახდება ცნობილი. სწორედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მოხვდა თუ არა ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები.
    93 ნახვა
    26-07-2020, 08:42