X
GOGA.TV
13
  • უკვე ორ კვირაზე მეტია, რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს

    უკვე ორ კვირაზე მეტია, რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებში გამართულ აქციებს ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებენ და ხაბაროვსკის ოლქის დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის გათავისუფლებას მოითხოვენ.

    ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 50 წლის სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს. ფურგალი ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში. მომიტინგეები ფიქრობენ რომ გუბერნატორის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს.
    163 ნახვა
    26-07-2020, 08:54