X
GOGA.TV
13
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ოჯახის ადვოკატმა დახმარება სთხოვა აშშ-ის საელჩოს
  • თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ოჯახის ადვოკატმა დახმარება სთხოვა აშშ-ის საელჩოს

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ოჯახის ადვოკატმა დახმარება უკვე სთხოვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს სპეციალისტებიც ჩაერთონ.

    დაღუპული გოგონას მამამ გუშინ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას უნდობლობა გამოუცხადა. ოჯახი ითხოვს საქმე უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

    "ოჯახის პროტესტი გამოიწვია სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დამოკიდებულებამ, რამაც მიაღებინა ამ ოჯახს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კომპიუტერი დღემდე არ გაიხსნა, ამიტომ ვცდილობ, რომ დავუკავშირდე შესაბამის ორგანოებს, მე მაქვს კავშირი გარკვეულ პირებთან, რომლის დახმარებითაც ვეცდები, რომ აღნიშნულ საქმეში მოვიწვიო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფედერალური ბიუროს შესაბამისი ექსპერტები," - განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

    რა გახდა 23 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერტების ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ელოდებიან.

    "რაიმე სახის მძიმე ფიზიკური დაზიანება, რომელსაც შეეძლო სიკვდილი გამოეწვია, ნანახი არ იქნა. მსუბუქი დაზიანებები, ზედაპირული, შეუძლებელი იყო, რომ ენახა ექსპერტს, ვინაიდან გვამური მოვლენები იყო შორს წასული და ამჟამად ველოდებით ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. ამის შემდეგ გამოთხოვილი იქნება სისხლის სამართლის საქმის მასალები," - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.
    127 ნახვა
    28-07-2020, 00:48