X
GOGA.TV
13
"ვარსკვლავური დრო დაგიდგათ" - აგვისტოს ვრცელი ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის
  • "ვარსკვლავური დრო დაგიდგათ" - აგვისტოს ვრცელი ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის

    თქვე­ნი ვარ­სკვლა­ვუ­რი დრო დად­გა, მზე თქვენს პირ­ველ სახ­ლშია. ად­ვი­ლად მი­ი­ღებთ სა­სურ­ველს, - და­ი­კა­ვებთ ად­გილს ტახ­ტზე, და­იდ­გამთ გვირ­გვინს. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ შე­იც­ვა­ლოთ იმი­ჯი, გა­რეგ­ნო­ბა. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­უ­პო­ვა­რი სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად და მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი აგუ­რი უკვე შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ. კარ­გი პე­რი­ო­დია ხალ­ხის მა­სის­გან გა­მო­სა­ყო­ფად, თქვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან და­მე­გობ­რე­ბა, მათ­თვის თქვე­ნი იდე­ე­ბის გაც­ნო­ბა. გა­ი­ჩენთ ახალ და სა­ი­მე­დო ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს. ზო­გი­ერთს კი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი, რო­მე­ლიც იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტი, ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ ენ­დო­ბით, გა­და­ა­მოწ­მეთ სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე. აგ­ვის­ტო კარ­გი თვეა სწავ­ლი­სა და იდე­ე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    შე­იძ­ლე­ბა ცოტა სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­გე­ძა­ლოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ში­შე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლად იგ­რძნოთ თავი ან გა­მოჩ­ნდნენ ფა­რუ­ლი მო­შურ­ნე­ე­ბი. ზო­გი­ერთ შე­იძ­ლე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა გა­უჩ­ნდეს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ური­ერ­თო­ბი­სას. მარ­ტო­ხე­ლებს გა­უ­საძ­ლი­სი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ ოჯა­ხის შექ­მნის. სხვა­თა შო­რის ისიც უნდა ით­ქვას, რომ სიყ­ვა­რულ­ზე კი ოც­ნე­ბობთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბი­ჯის გა­დაგ­მას ერი­დე­ბით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მე­უღ­ლეს­თან გუ­ლახ­დი­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ეცა­დეთ, ფული მო­ზო­მი­ლად ხარ­ჯოთ, ახალ და სარ­ფი­ან პრო­ექ­ტებ­ზე კი მუ­შა­ობთ, მაგ­რამ შე­მო­სა­ვალს ამა­ვე თვე­ში ნუ ელით.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    უმ­რავ­ლე­სო­ბას მოგ­ზა­უ­რო­ბა, თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ახა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ან ახ­ლის შეს­წავ­ლა, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა მო­გინ­დეთ. კარ­გია ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ საფრ­თხე არ გე­მუქ­რე­ბათ, მთა­ვა­რია, მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეგ­ზო­ტი­კურ ად­გი­ლებ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბით, შხა­მი­ან­მა მწე­რებ­მა არ გი­კ­ბი­ნონ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ ყვე­ლა იმ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, რაც ბოლო დროს გა­წუ­ხებ­დათ. სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა გე­ლით. ზო­გი­ერ­თი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყებს. შე­მო­სავ­ლის სხვა წყა­როც გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. თუმ­ცა, ყიდ­ვი­სას აჩ­ქა­რე­ბა არ გმარ­თებთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე და­გიდ­გათ, ხე­ლე­ბი უნდა და­ი­კა­პი­წოთ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. მე­გობ­რე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რა გე­ლით - რჩე­ვით, ფუ­ლით. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ძვე­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი. თვის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლებს მო­ი­ნა­ხუ­ლებთ, სა­ინ­ტე­რე­სო წვე­უ­ლე­ბებს და­ეს­წრე­ბით. გა­იც­ნობთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ღირ­სე­უ­ლად და­ა­ფა­სებს თქვენს ნიჭს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    151 ნახვა
    29-07-2020, 00:31